„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ #StopCov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ #StopCov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების მხარდაჭერა გრძელდება და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და ,,COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. კომპანიამ ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე- დანიშნულებით #Stopcov ფონდი 300 000 ლარი გადარიცხა.

ვიმედოვნებთ რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით სადაც თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემებთან გამკლავებას“, - ნათქვამია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა