ბოლნისში სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა - 37,2 აქვს. გუშინ რა მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, ახლა ეს სიტუაციაა. ღრმად რომ გავერკვეთ ყველაფერში, ერთი საათი მაინც დაგვჭირდება“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო