კომპანია „დაფნა“ და ბრენდი „ჩვენი სუფრა” უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 300,000 ლარი ჩარიცხა

მაღალი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „დაფნამ“ და მისმა კუთვნილმა ბრენდმა "ჩვენი სუფრა" მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ფონდში StopCov გადარიცხა 300 000 ლარი. შემოწირულობა გაიხარჯება ეპიდემიის დამარცხების მიზნით, სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

„აღნიშნული ღონისძიება არის ის მცირედი, რითიც კომპანია გამოხატავს სოლიდარობას და თანადგომას საზოგადოების მიმართ. თუმცა ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვეთნთაგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „დაფნა“ აგრძელებს ფუნქციონირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე. მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მომარაგებასა და რეალიზებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო