ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სწავლებისა და ოპერირების ელექტრონულ რეჟიმზე გადავიდა. ამის სესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჟვანიას სკოლიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 23 მარტიდან, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელები პროგრამის A1, A2, B1 და დონეებს ელექტრონული სწავლების მეთოდების ინტეგრირებით გადიან.

„პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩართული იქნება ეროვნული უმცირესობის 585 წარმომადგენელი ახალქალაქიდან, ახალციხიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან, ნინოწმინდიდან, წალკიდან, მარნეულიდან და თბილისის მობილური ჯგუფებიდან. სულ დაკომპლექტებულია 53 სასწავლო ჯგუფი. ჟვანიას სკოლა სწავლების ელექტრონული ფორმატისთვის იყენებს Microsoft-ის ონლაინ პლატფორმას Teams-ს, რომლის მეშვეობითაც გეგმავს სწავლების მასშტაბების გაზრდას და ყველა დაინტერესებული პირისთვის სერვისის მიწოდებას ელექტრონული სწავლების რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად