რომან გოცირიძე - საქართველომ საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს და საგარეო ვალის გადავადება მოითხოვოს

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს და სახელმწიფო საგარეო ვალის გადავადება მოითხოვოს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტით 1,35 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს.

"საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს და სახელმწიფო საგარეო ვალის გადავადება მოითხოვოს. დაზოგილი ვალუტა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის რეზერვებში, ხოლო ბიუჯეტში წარმოქმნილი რესურსები მოხმარდეს კორონავირუსთან ბრძოლას და მისი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დაძლევას. საქართველოს მიმდინარე, 2020 წლის ბიუჯეტით უწევს საგარეო ვალის დაფარვა 1,35 მილიარდი ლარის ოდენობით. აქედან თავი ფული არის 975 მილიონი ლარი, ხოლო პროცენტი 375 მილიონი ლარი. ლარის გაუფასურების გამო, ვალის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. დოლარში უცვლელი დარჩება და იგი შეადგენს 455 მილიონ დოლარს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife