„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ისინი მომავალშიც აპირებენ, წვლილი შეიტანონ Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური, თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარებიან.

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდის ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, „სოკარი“ ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო