სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, წესები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომლის შემუშავება სემეკს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დაევალდებულა.

„სერტიფიცირების წესები სრულად ითვალისწინებს ევროპის დირექტივების (N2009/72/EC; N714/2009(EC); N2009/73/EC; N715/2009(EC) მოთხოვნებს. „გადაცემის სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების“ მიზანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირების პროცედურების, პირობებსა და მოთხოვნების დადგენა. წესებით განსაზღვრულია გადაცემის სისტემის ოპერატორის საქმიანობის განცალკევება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. გადაცემის სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას, ოპერატორების დამოუკიდებლობისა და საქმიანობების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას სემეკი განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესში ჩართული იქნება ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community). ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სერტიფიცირებისთვის აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამასთანავე, აღწერს პროცედურებს იმ ენერგეტიკული საწარმოებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირის კონტროლის ქვეშ. წესები ადგენს სერტიფიცირებაზე უარის თქმის გარემოებებსა და სერტიფიცირების პროცედურის ხელახალი დაწყების შესაძლებლობებს. წესების ფარგლებში შემუშავებულია გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების შესახებ განაცხადის ფორმებიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ