შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა

შპს „ფერიმ“ და სს „დარიალი ენერჯიმ“ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანონ და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ნახევარი მილიონი ლარი გადარიცხეს. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იმ გამოწვევების გადალახვა, რის წინაშეც ახალმა ვირუსმა დაგვაყენა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ბრძოლაში - აცხადებენ კომპანიებში.

StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა