მე-13 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკა დღეს მეცამეტე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმაც დატოვა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩებიან.

ჩემთვის სასიამოვნოა, გითხრათ რომ დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაც ჯერჯერობით იგივეა და არის 81 დადასტურებული შემთხვევა. ამ 81 დადასტურებული შემთხვევიდან, ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი. 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა, მეცამეტე პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური და რადიოლოგიური მონაცემები იძლეოდა საშუალებას, რომ მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში 2 კვირის განმავლობაში. ყველა პაციენტი, რომელიც ტოვებს კლინიკას გაჯანმრთელებული, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას 2 კვირის განმავლობაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია