ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა

კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, ამავე მიზეზით ჩვენში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების იმედი პოსტკრიზისულ პერიოდში და იმაზეც, სავარაუდოდ, თუ რა კორექტივებს შეიტანს პანდემია მსოფლიოს შემდგომ განვითარებაზე, „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მსოფლიო პანდემიას ებრძვის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ჯერ წარუმატებლად. ის, რაც ახლა ევროპასა და აშშ-ში კორონავირუსის მძვინვარებასთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია თუ არა უდიდესი ტრაგედია და საფთხის წინაშე დასავლური სამყაროს უძლურება.

დღე არ გავა, რომ შემაშფოთებელი ინფორმაცია არ გავიგოთ იმაზე, თუ რა ხდება კორონავირუსის გავრცელებასათან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, ანაც სხვა დანარჩენ მსოფლიოში.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ხდება?

- ვიდრე გიპასუხებთ, ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ყველას მოვუწოდო - „დარჩით სახლში,“ რადგან იმდენად ვირუსი არ არის საშიში, რამდენადაც მისი მასიური გავრცელება. ასეთ დროს ჯანდაცვის სისტემა უუნარო ხდება მიხედოს ყველა დაავადებულს და იზრდება სიკვდილიანობა. სწორედ ეს ხდება იტალიაში, ამერიკაში, ესპანეთში. ამიტომ, „დავრჩეთ სახლში.“!

მსოფლიოსთვის ეს პანდემია საერთო ეგზისტენციალური, სასიცოცხლო გამოწვევაა და ყველა ძლიერი ქვეყანა იძულებული იქნება მას ებრძოლოს არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე არამედ სხვაგანაც.

გამოწვევაა არა მხოლოდ ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ არსებული საერთაშორისო სისტემისთვისაც, რადგან თუ რაიმემ ამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი, ეს სწორედ გლობალიზებული ტურიზმი, ეკონომიკა, მიმოსვლა იყო.

მსოფლიოსთვის ეს პანდემია საერთო ეგზისტენციალური, სასიცოცხლო გამოწვევაა არა მხოლოდ ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ არსებული საერთაშორისო სისტემისთვისაც, რადგან თუ რაიმემ ამ ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი ეს სწორედ გლობალიზებული ტურიზმი, ეკონომიკა, მიმოსვლა იყო

ვირუსი რომ ჩრდ.კორეაში გამოვლენილიყო და არა ჩინეთში, არ მგონია, რომ მისი გავრცელების სისწრაფე და მასშტაბი ასეთი ყოფილიყო. ამიტომაც, გუშინწინდელი დიდი ოცეულის ლიდერების ვირტუალურ სამიტზე გარდა 5 ტრილიონი დოლარის გამოყოფისა, იმაზეც შეთანხმდნენ, რომ თანხის დიდი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზეც დაიხარჯება.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რაც უკვე დადგა და მის მასშტაბებს მომავალში უფრო დავინახავთ, არის ზოგადად მსოფლიოს დამოკიდებულება ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მიმართ.

პრიორიტეტიზაცია პრობლემების გადაწყვეტისა აბსოლუტურად შეიცვლება. თუ აქამდე სახელმწიფოები ცდილობდნენ ერთმანეთთან სამხედრო და ფინანსურ კონკურენციას ახლა ნათლად დაინახავენ ჯერ კიდევ 2015 წელს ბილ გეითსის ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობას, რომ ადამიანების მტერი არასწორი პრიორიტეტებია - სწორედ ვირუსები და ვაქცინების არარსებობაა.

ამ დანაკლისის მიზეზი არასწორი პრიორიტეტიზაციაა - კაცობრიობა ძალიან, ზედმეტად ჩაეფლო კომფორტის, გართობისა და კეთილდღეობაზე ზრუნვის რუტინაში მაშინ როდესაც სამედიცინო კვლევებისათვის არნახულად მცირე თანხები იხარჯება ვიდრე გართობაში.

პრიორიტეტიზაცია პრობლემების გადაწყვეტისა აბსოლუტურად შეიცვლება... კაცობრიობა ძალიან, ზედმეტად ჩაეფლო კომფორტის, გართობისა და კეთილდღეობაზე ზრუნვის რუტინაში მაშინ როდესაც სამედიცინო კვლევებისათვის არნახულად მცირე თანხები იხარჯება ვიდრე გართობაში

მოხდა ცხოვრების ყველა სფეროს კომერციალიზაცია, მათ შორის დემოკრატიისაც, მმართველობის არსებულმა ფორმებმა ამის გამო დრო მოჭამა, თვითგადარჩენის ინსტიქტი კი, რომელიც ყველაფერზე წინ დგას ამ დრომოჭმულ ფორმაციებსაც გადააფასებს.

ეს აუცილებლად გამოიწვევს და ამის აშკარა მაგალითები სახეზეა, ადამიანთა ცხოვრებაში ვირტუალური, ელექტრონული საქმიანობის ისეთ დონეზე წინ წამოწევას, რომ ადამიანის მასზე დამოკიდებულების თვალსაზრისით ეს მეორე ნეგატიური უკიდურესობა გახდება. ამ ყველაფერთან გამკლავება, მართვა მომდევნო ათწლეულებში სახელმწიფოთა მთავარი საზრუნავი გახდება.

მოხდა ცხოვრების ყველა სფეროს კომერციალიზაცია, მათ შორის დემოკრატიისაც, მმართველობის არსებულმა ფორმებმა ამის გამო დრო მოჭამა, თვითგადარჩენის ინსტიქტი კი, რომელიც ყველაფერზე წინ დგას ამ დრომოჭმულ ფორმაციებსაც გადააფასებს

კითხვის ქვეშ დგება არსებული გეოპოლიტიკური არქიტექტურაც. განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებით. ამ გაერთიანებას, რომელლში ინტეგრაციაც ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა, მოუწევს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა ინსტიტუციური მოუქნელობა, გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება, კრიზისულ ვითარებაში რეაგირების ეფექტიანობა.

უკვე მეორედ ხდება, რომ ევროკავშირი აგვიანებს დახმარებას, პირველად ეს იყო ინდონეზიასთან მიმართებით, ხოლო ახლა უკვე საკუთარ დამფუძნებელ წევრთან -იტალიასთან მიმართებით მოხდა ეს. ეს დიდ ფორას მისცემს ევროსკეპტიკოს ულტრამემარჯვენე პარტიებს მთელი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ იტალიაში.

ერთიანი იდენტობის შექმნის პოლიტიკა ერთ დღეში გააცამტვერა ნაციონალურმა პრევალირებამ. ეს ალბათ კარგიც კი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც გაერთიანებისთის, რადგან მნიშვნელოვნად შეცვლის მის მიდგომებს, მათ შორის გაფართოებასთან მიმართებით.

ერთიანი იდენტობის შექმნის პოლიტიკა ერთ დღეში გააცამტვერა ნაციონალურმა პრევალირებამ. ეს ალბათ კარგიც კი იქნება ევროკავშირისთვის, როგორც გაერთიანებისთის, რადგან მნიშვნელოვნად შეცვლის მის მიდგომებს, მათ შორის გაფართოებასთან მიმართებით

ამ ყველაფერს ბუნებრივი ახსნა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპას მოუწევს გადახედოს თავის პრიორიტეტებს, რადგან გლობალური აქტორობის პრეტენზია გლობალური ზრუნვის გარეშე განუხორციელებელი დარჩება. ევროკავშირს მოუწევს უფრო აქტიური იყოს პარტნიორებთან მიმართებითაც.

ვირუსამდე გაცხადებული ახალი აღმოსავლეთ პარტნირობის განახლებული პროგრამა ვერ პასუხობს ჩვენი და აქტიური პროევროპული ქვეყნების მისწრაფებებს სათანადოდ.

დროის გაწელვის პოლიტიკა ვფიქრობ შეიცვლება მეტი ინტეგრაციული საშუალებების გაჩენით. თუმცა, ამ პროცესში ჩვენი აქტიურობა აუცილებელია. არსებობს კონკრეტული ფანჯრები სადაც საქართველოს მეტი მოთხოვნების დაყენების საშუალება აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ პოსტ-კრიზისულ პერიოდში.

- თქვენი აზრით, რატომ აღმოჩნდნენ ტექნოლოგიურად და ცივილიზაციურად ყველაზე განვითარებული ამერიკა და ევროპა და მათი სამედიცინო სფეროები ასე მოუმზადებელი პანდემიასთან საბრძოლველად?

- პრობლემა ის კი არ არის, რომ ზესახელმწიფოები ტექნოლოგიურად ვერ გაუმკლავდნენ ამ პანდემიას, ვერ შეაჩერეს მისი მასიური გავრცელება, პრობლემა არის ის, რომ როგორც აღმოჩნდა, გლობალიზებული სამყაროს ანტიკრიზისული მართვის რეალური მექანიზმი არ არსებობს.

პრობლემა ის კი არ არის, რომ ზესახელმწიფოები ტექნოლოგიურად ვერ გაუმკლავდნენ ამ პანდემიას, ვერ შეაჩერეს მისი მასიური გავრცელება, პრობლემა არის ის, რომ როგორც აღმოჩნდა, გლობალიზებული სამყაროს ანტიკრიზისული მართვის რეალური მექანიზმი არ არსებობს

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაეროს გენმდივნის უპრეცედენტო განცხადებები მოსალოდნელ კატაკლიზმებზე ყურად არავინ იღო მსოფლიო ისტებლიშმენტიდან. ადამიანთა მასიური სახლში გამოკეტვა, როგორც დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი ზომა როგორ შეიძლება ცივილიზაციური განვითარების მაღალ დონედ ჩაითვალოს?

შეუძლებელია, რომ გქონდეს უახლესი ტექნოლოგიები, იგონებდე საოცარ ალგორითმებს და ამავე დროს კრიზისთან გამკლავების ერთადერთი საშუალება სახლში ჯდომა იყოს.

როგორც სჩანს სწორედ ზემონახსენები არასწორი პრიორიტეტიზაციის გამო, ამ ზესახელმწიფოებს პრობლემა სწორედ იქ შეექმნათ სადაც მათი საერთო ხედვით ყველაზე დიდი წარმატება ჰქონდათ მიღწეული - ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება და მულტიკულტურული საერთაშორისო წესრიგი.

შეუძლებელია, რომ გქონდეს უახლესი ტექნოლოგიები, იგონებდე საოცარ ალგორითმებს და ამავე დროს კრიზისთან გამკლავების ერთადერთი საშუალება სახლში ჯდომა იყოს

ბევრ ქვეყანაში დავინახეთ, რომ ადამიანთა უდისციპლინო, თვითიმედოვნებითი, დაუდევრობითი და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ, აღმოჩნდა დამღუპველი და არა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა.

საქართველო ამის ნათელი მაგალითია, ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგიები მაგრამ მთელი მარტის განმავლობაში მიუხედავად არაერთი დაუდევრობითი მიდგომებისა, მაინც შევძელით რომ ადექვატურად მოვქცეულიყავით როგორც სოციუმი და მასიური გავრცელება ამ ეტაპისთვის არ დავუშვით.

საქართველოში ვირუსთან ბრძოლის წარმატების მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ინტეგრირებული საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკაში როგორც იტალია ან ესპანეთი, ან აშშ და ბრიტანეთი. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია.

საქართველოში ვირუსთან ბრძოლის წარმატების მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ინტეგრირებული საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკაში როგორც იტალია ან ესპანეთი, ან აშშ და ბრიტანეთი. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია

იტალიის მაგალითმა გამოაჩინა, რომ კარგი მენეჯმენტიც კი არაეფექტურია როდესაც მასიურ დაავადებას საზოგადოება მასობრივად ადექვატურად პასუხობს პირველ რიგში სწორედ თვითუდისციპლინობით. ამ დროს ხელისუფლებები უძლურია.

ჩვენ ვნახეთ იტალიელი მერების განწირული მოწოდებები მოქალაქეებისადმი რომ დარჩენილიყვნენ სახლებში. ამავე დროს ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, ამერიკამ, ზედმეტი დაიმედება მისცა მოსახლეობას, რამაც მოადუნა ხალხის ყურადღება. ეს შეცდომა არ დაუშვია ჩვენს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სფეროს ლიდერებს.

- საფრთხეების მიუხედავად ჩვენთან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. რამდენადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლებისა და მედპერსონალის ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა პანდემიის ლოკალიზება.

როგორც ჩვენი მედიკოსები ამბობენ, კორონავირუსთან საბრძოლველად ჯერ კიდევ ბევრი სიძნელე იქნება დასაძლევი.

მაგრამ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რაა იმის მიზეზი, რომ ამერიკასთან და დასავლეთის ქვეყნებთან, ასევე ჩვენი სამეზობლოს ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული სურათია?

- ნაწილობრივ ეს მიზეზი უკვე დავასახელე. თუმცა, არ შემიძლია მთავრობის და ჯანდაცვის გუნდის საოცარ მობილიზებაზე ყურადღება არ გავამახვილო. მთელი მარტის განმავლობაში ხელისუფლებამ მაღალ დონეზე გაართვა თავი ამ მსოფლიო პრობლემას და მოახერხა რომ მთელი თვე არავინ გარდაცვლილა განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან და იმედი მაქვს არც არავინ გარდაიცვლება.

განსაკუთრებულად მინდა შევეხო ბატონ ამირან გამყრელიძის როლს. ამ სიტუაციაში აქ იმდენად საექიმო კვალიფიკაცია არ არის გადამწყვეტი, არამედ კრიტიკულ ვითარებაში იმ ლიდერობის ტვირთის ზიდვა რომელიც მას მოუწია.

მე მისი პირადადაც მადლობელი ვარ რადგან მან შეძლო 2017 წელს ჩემი ოჯახის წევრის გადარჩენა ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად და ახლა მთელი ქვეყნის გადარჩენაზე ზრუნავს.

არ შემიძლია მთავრობის და ჯანდაცვის გუნდის საოცარ მობილიზებაზე ყურადღება არ გავამახვილო. მთელი მარტის განმავლობაში ხელისუფლებამ მაღალ დონეზე გაართვა თავი ამ მსოფლიო პრობლემას და მოახერხა რომ მთელი თვე არავინ გარდაცვლილა განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან და იმედი მაქვს არც არავინ გარდაიცვლება

ამავე დროს, პრობლემად მიმაჩნია ერთიანი სამთავრობო გეგმის არ არსებობა თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ იმ შემთხვევაშიც თუ ეს პერიოდი ძალიან გაიწელება და მისი დასრულების შემდეგაც.

ეს ეხება არა მხოლოდ მკურნალობას და დაავადების დამარცხებას არამედ ეკონომიკურ გაურკვევლობას, რომელიც როგორც წესი ყოველთვის ნეგატიური შედეგებით მთავრდება. მოქალაქეებმაც და ბიზნესმაც უნდა იცოდეს რის მიხედვით იცხოვროს.

აქ საუბარი იმაზე კი არაა მხოლოდ, რომ კარგი გეგმა გვქონდეს, საუბარია იმაზე, რომ გეგმა უნდა არსებობდეს რათა ყველა უპერსპექტივობის შეგრძნებით არ იყოს და ჰქონდეს რაღაცაზე სწორების საშუალება.

პრობლემად მიმაჩნია ერთიანი სამთავრობო გეგმის არ არსებობა თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ იმ შემთხვევაშიც თუ ეს პერიოდი ძალიან გაიწელება და მისი დასრულების შემდეგაც

- ემიგრანტების დაბრუნების კვალობაზე შესაძლოა დაინფნეცირებულთა რიცხვი სერიოზულადაც კი გაიზარდოს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, საკმაოდ მომზადებული ხვდება ჩვენი სამედიცინო სამსახური და ხელისუფლებაც მოვლენათა განვითარების ამგვარ პერსპექტივას...

- თუ მოხდება პროცესის სწორი მართვა, საკარანტინო ზონების დაგეგმარება და უზრუნველყოფა, პრობლემას ვერ ვხედავ ემიგრანტების დაბრუნებაში. რამდენადაც ვიცი მობილიზებულია ყველა სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჯანდაცვამდე. ამას გარდა, ჩვენი ადამიანურობა და გამარჯვების წინაპირობა სწორედ შიშზე მაღლა დადგომაშია, თვითდისციპლინაშია.

თუ მოხდება პროცესის სწორი მართვა, საკარანტინო ზონების დაგეგმარება და უზრუნველყოფა, პრობლემას ვერ ვხედავ ემიგრანტების დაბრუნებაში

თუ ასე წარმატებულად გადავლახავთ ამ პრობლემას როგორც აქამდე, დამერწმუნეთ ამას ექნება დიდი საერთაშორისო აღიარება. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს, როგორც თვითგაუმჯობესების, ისე განვითარების და ჩვენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრების თვალსაზრისით.

მგონია, რომ ახლა საქართველოს, ქართველების დრო მოდის. როგორც ერს ჩვენ გვიჩნდება დამატებითი საერთაშორისო ფუნქციის შანსი, მოვახდინოთ საუკეთესო კრიზისმენეჯმენტის მაგალითის ექსპორტი. როდესაც ამერიკა 200 ექიმის გადამზადებას ვირუსთან საბრძოლველად ჩვენთან ახდენს, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

მგონია, რომ ახლა საქართველოს, ქართველების დრო მოდის. როგორც ერს ჩვენ გვიჩნდება დამატებითი საერთაშორისო ფუნქციის შანსი, მოვახდინოთ საუკეთესო კრიზისმენეჯმენტის მაგალითის ექსპორტი. როდესაც ამერიკა 200 ექიმის გადამზადებას ვირუსთან საბრძოლველად ჩვენთან ახდენს, ეს უკვე დიდი წარმატებაა

არსებული სამეცნიერო გათვლებით, ვირუსის გავრცელების პიკური მდგომარეობა ყველა ქვეყნის მიხედვით მე-4 კვირიდან მე-8 კვირამდე გრძელდება. ჩვენთან ეს პერიოდი ახლა დგება და სწორედ მომდევნო კვირებში ჩვენ გვჭირდება სრული მენტალური და სახელმწიფოებრივი მზაობა.

ვერანაირი მთავრობა ვერაფერს იზამს, თუ მაგალითად სოცქსელებში მასიური პანიკა დაისადგურებს. ვფიქრობ, საჭიროც შეიძლება გახდეს ელექტრონულ კომუნიკაციაზე გარკვეული ანტიკრიზისული დროებითი შეზღუდვებიც დაწესდეს კონკრეტულად პანიკური და დესტრუქციული გამოხატვების მიმართ. ეს შესაძლებელია საგანგებო ვითარების რეჟიმში.

ვფიქრობ, რომ თუ საჭირო გახდება ერთგვარი სამოქალაქო მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა მთავრობის ინსტრუქციების და მართვის ქვეშ ამაზე უკან არავინ არ უნდა დავიხიოთ. იმედი მაქვს ამ ყველაფრის საჭიროება არ დადგება, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მომდევნო კვირებში ჩვენ გვჭირდება სრული მენტალური და სახელმწიფოებრივი მზაობა

ამავე დროს მნიშვნელოვანია გავრცელების კონტროლი, სწრაფი ტესტები. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქციასთან მიმართებით. მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან რომ არა ესპანური მედია, შეიძლებოდა ეს ტესტები სრულად შემოგვეტანა და აღმოვჩენილიყავით იმ სიტუაციაში როდესაც ტესტები ვერ გამოავლენდა დაინფიცირებულებს და მოხდებოდა დაავადების გავრცელება. ვფიქრობ, რომ ტესტირება და გავრცელების კონტროლი ერთადერთი გზაა ამ ეტაპზე პროცესის მართვისა.

- ვხედავთ, თუ რა ურთულეს დღეში ჩააგდო პანდემიამ მსოფლიო ეკონოკმიკა. რიგ ქვეყნებში ზარალი ათობით და ასობით, ხშირ შემთხვევაში ტრილიონობით მილიარდს შეადგენს.

აშშ-ს სენატმა ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად და სტიმულირებისთვის 2 ტრილიონს გამოჰყოფს. ასეთი ნაბიჯებს დგამს ევროკავშირი. ჩვენთან კი გამოთქვამენ იმედს რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები დაგვეხმარებიან, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ შესაძლოა ისე აღმოჩნდეს, ჩვენთვის არავის ეცალოს.

ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი, დინამიური განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ფორმირებაზე. მაგრამ, ამას რომ მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვერ შევძლებთ, უკვე თითქოს აშკარადაც კი ჩანს.

რამდენად ავლენს მზაობას ჩვენი ხელისუფლება შეიმუშაოს და ჰქონდეს პოსტკრიზისული პერიოდში ეკონომიკის განვითარების გეგმა?

- სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ მხრივ ხელისუფლების მზაობას. საერთოდ, ვერ წარმომიდგენია ქვეყანა გეგმის გარეშე, ნორმალურ სიტუაციაშიც კი. მით უმეტეს ანტიკრიზისული გეგმის გარეშე.

მართალია ეს არასტანდარტული, უპრეცედენტო სიტუაციაა, თვითგადარჩენის რეჟიმში ვართ და ხელისუფლების აქცენტიც ამაზეა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს საზოგადოების ყველაზე გონიერი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური, სამეცნიერო თუ სამოქალაქო სეგმენტების წარმომადგენელთა ერთობლივი ფორმატის შექმნა, სადაც ეროვნული ანტიკრიზისული გეგმები დამუშავდება. გადაგორების რეჟიმში ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს.

ჩვენ არ გვაქვს ამერიკასავით ტრილიონები, მათი გეგმა დიდძალი თანხების ჩასხმაა ეკონომიკასა და მედიცინაში, ჩვენ მოკლებული ვართ ამ საშუალებებს და დღეს როდესაც ყველას თავის თავი უჭირს, სახეზე გვაქვს ევროკავშის მხრიდან იტალიისადმი დახმარების დაყოვნებაც კი, მხოლოდ საერთაშორისო დახმარების იმედად ვერ ვიქნებით.

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსები და ვერ შევძლებთ მარტო გამოწვევებთან გამკლავებას. რესურსები გვაქვს, მათი სწორად, სწორი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებაა საჭირო. როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს რომ იმყოფება ომის რეჟიმში, ეს ჩვენზეც ვრცელდება.

მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ჩვენ არ გვაქვს რესურსები და ვერ შევძლებთ მარტო გამოწვევებთან გამკლავებას. რესურსები გვაქვს, მათი სწორად, სწორი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებაა საჭირო. როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს რომ იმყოფება ომის რეჟიმში, ეს ჩვენზეც ვრცელდება

ახლა როდესაც ყველა სახლში ზის და სახლიდან მუშაობს, გაუგებარია რა საჭიროა 13000 მანქანიანი სახელმწიფო ავტოპარკი. ასობით მილიონის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი არასწორი დაგეგმარებიდან. ასევე მიუღებელი და გაუგებარია 10 მილიონის გამოყოფა რეალურად უცხოური იმპორტის დაფინანსებაზე.

გასაგებია, რომ ეს ამ წუთიერი რეაგირების გეგმაა, მაგრამ ამაზე ბევრად მეტი თანხების დახარჯვა ადგილობრივ წარმოებაზე გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, შესამცირებელია აგრარულ იმპორტზე მასიური დამოკიდებულება. ამას დრო და ნება სჭირდება, თუმცა შესაძლებელია.

ბევრად მეტი თანხების დახარჯვა ადგილობრივ წარმოებაზე გაცილებით მეტ შედეგს მოგვცემს, შესამცირებელია აგრარულ იმპორტზე მასიური დამოკიდებულება. ამას დრო და ნება სჭირდება, თუმცა შესაძლებელია... წესით რთული არ უნდა იყოს 3.7 მილიონიანი ქვეყნის გამოკვება საკუთარი რესურსებით

დააკვირდით, ყველაზე დიდი პრობლემები დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს ექმნებათ. ჩვენი პუპულაციური სიმცირე გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს ახლა. წესით რთული არ უნდა იყოს 3.7 მილიონიანი ქვეყნის გამოკვება საკუთარი რესურსებით.

- რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს იმის იმედი, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები დაგვეხმარებიან?

- დახმარების იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს დახმარება არ და ვერ იქნება საკმარისი. ახლა ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანაა მოვახდინოთ საკუთარ თავზე ზრუნვის ავტონომიური მექანიზმების შექმნა. იმედის იმედად ვერ ვიქნებით.

მსოფლიო შეიცვალა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის თვითგამოკვების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობა აქ ერთადერთი გზაა

მსოფლიო შეიცვალა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის თვითგამოკვების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობა აქ ერთადერთი გზაა. ყველაზე დიდი საბიუჯეტო შემომტანი სექტორები - ტურიზმი და გადმორიცხვები, უცხოურ ინვესტიციებზე რომ აღარაფერი ვთქვათ - ჩაიკეტა. ახლა მოგვიწევს შოკურ რეჟიმში ქვეყნის ეკონომიკის გადამისამართება და ეს დაავადების მართვასთან ერთად ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილია.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ვირუსი მასიურად არ არის გავრცელებული და ბუნებრივია პანიკაც არ დგას ისეთი, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ვალუტის სტაბილურობაზე. ამ თვალსაზრისით ზოგიერთ მასიურ სამომხმარებლო სეგმენტში შესაძლებელია ე.წ. სტაბილური კოინების შემოღება სახელმწიფოს მხრიდან და მისი დოლარზე მიბმა, ისე, რომ ლარს არ შევეხოთ. ეს მოახდენს სამომხმარებლო ჯიბისა და საგადამხდელოო ბაზრის სტაბილიზაციას.

ასეთ შეთავაზებებს უკვე განიხილავენ ბერლინსა და ვაშინგტონში, ევროკავშირის დონეზე. ეს სწრაფი და მარტივი გამოსავალია, რომელიც სავალუტო განჭვრეტადობას გარკვეულ ხარისხს შესძენს. სებ-ის მხრიდან დოლარის ასეთი ემისიები არაფერს შეცვლის გრძელვადიანად. ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა.

- როდესაც თვალს ვადევნებთ თუ რა ხდება ევროპის ქვეყნების სასურსათო მაღაზიებში, უნებურად ჩნდება იმის საფრთხე, რომ ანალოგიურ პროცესებს ჩვენთანაც არ ჰქონდეს ადგილი.

ფაქტია, რომ ახლა არა მარტო პანდემიასთან წარმატებით ბრძოლის თვალსაზრისით ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს საზოგადოებაზე. იმაზე, თუ რამდენად დაიცვას იგი სოციალურ დისტანციას და საზოგადოებრივ წესრიგს.

რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ ამ თვლსაზრისითაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება ჩვენი საზოგადოება?

- ჩვენი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომელიც მასიური მიტინგების და დემონსტრაციების დროს არაფერს ანგრევს, არაფერს ლეწავს, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, არ არის აგრესიული.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს კი შეინიშნებოდა სუპერმარკეტებში მომხმარებლის მოზღვავება, მაგრამ ეს ბუნებრივი იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ვირუსი მასიურად არ არის გავრცელებული და ბუნებრივია პანიკაც არ დგას ისეთი, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს.

მთავარი პრიორიტეტია ყველაზე დაუცველი სოციალური ფენების დახმარება. ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს, მათ შორის ბიზნესმაც

საერთოდ, პანიკა ყველაზე დამღუპველი არჩევანი იქნებოდა ასეთ დროს. როდესაც ყველა ყიდულობს იმდენს რამდენიც კონკრეტულ დროს სჭირდება, მიწოდება არ იკლებს. პრობლემა ფასების მატებაა და არა გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტებზე. რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე მთავარი იარაღი იქნება.

მთავარი პრიორიტეტია ყველაზე დაუცველი სოციალური ფენების დახმარება. ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს, მათ შორის ბიზნესმაც. სოციალური პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვაქვს, თუმცა საშუალებები დიდ ბიზნესს უფრო მეტად. არ მიმაჩნია სწორად ყველაფრის მოლოდინის ხელისუფლებაზე დამყარება.

ვფიქრობ ეს კრიზისი კიდევ უფრო გამოხშირავს პოლიტიკურ სპექტრს, უკეთესად დაანახებს ამომრჩეველს ვინ საქმიანია და ვინ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაზე და კრიტიკაზე ორიენტირებული

- კორონავირუსის გავრცელების პრობლემამ ერთგვარად ჩაახშო შიდა პოლიტიკაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება. ოპოზიციის რიტორიკა აშკარად უფრო თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, ვიდრე კონფრონტაციაზე.

მაგრამ, ზუგდიდში „ნაციონალების“ მიერ პირბადეების საჯარო სივრცეში დარიგება აშკარად ამოვარდნილი აღმოჩნდა საერთო სურათიდან. ახლა, როცა ზუგდიდში მომხდარზე საზოგადოების რეაქცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი აღმოჩნდა, სულ უფრო გაუგებარია თუ რისი მიღწევა სურდა „ნაცმოძრაობას“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ზუგდიდში მომხდარს?

- „ნაციონალების“ ამ აქციას დესტრუქციად და საკუთარი ხალხის წინააღდეგ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებ. თუ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს უნარი საყოველთაო კრიზისი დროს მაინც თავი დაანებოს მსგავს ქმედებებს, გვერდზე გადადოს ვიწროპოლიტიკური მისწრაფებები, ის ვერ იქნება კარგი ხელისუფალი, ის არ იმსახურებს მართვის სადავეებს.

უამრავი საშუალება არსებობს წვლილი შეიტანო საერთო პრობლემის გადაწყვეტაში, იქნება ეს გეგმების შეთავაზება, რაიმე მოსაზრებების წამოყენება, ან თუნდაც მინიმუმ ის, რომ არაფერი გააფუჭო. თუმცა ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან „ქართულ ოცნებას.“

როდესაც ხელისუფლებაში ხარ, გაქვს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და ვერ ახდენ მის აღსრულებას ძალაუნებურად ამ დესტრუქციის თანამონაწილე ხდები და საბოლოოდ ანგარიშვალდებულიც შენ ხარ. არის სიტუაციები, კრიზისები, როდესაც გადამწყვეტი მკაცრი მოქმედებები ერთადერთი სწორი გამოსავალია. ამომრჩეველი შედეგით აფასებს და არა რიტორიკით.

ალბათ „ნაცმოძრაობის“ ამოცანაც ის იყო, რომ ხელისუფლების უუნარობა ეჩვენებინა. თუმცა, რის ფასად, ეს ყოველგვარ საღ და ჰუმანურ აზრს სცდება. ვფიქრობ ეს კრიზისი კიდევ უფრო გამოხშირავს პოლიტიკურ სპექტრს, უკეთესად დაანახებს ამომრჩეველს ვინ საქმიანია და ვინ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაზე და კრიტიკაზე ორიენტირებული.

მოხდება საერთაშორისო სამართლის, როგორც საერთაშორისო ქცევის წესების სრული გადასხვაფერება, ვინ, როგორ და რა სახით მოახდენს ახალი ნორმების დადგენას, მათ ინტერპრეტაციას და გამოყენებას ჯერ ამაზე პასუხი არავის აქვს. ბუნებრივია ეს საერთაშორისო ურთიერთობების არსებულ პრაქტიკას შეცვლის

ამავე დროს, დავდექით სერიოზული საარჩევნო პრობლემების წინაშე. ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელად მიმაჩნია ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება თუ ვირუსის გავრცელების კონტროლი მაისის ბოლომდე არ მოხდა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება, თუ ჩატარდება საერთოდ, არასრულფასოვან საარჩევნო გარემოში.

ამომრჩეველი მიჩვეულია და სწორადაც, კამპანიის უშუალოდ განხორციელებას, პირად და ჯგუფურ შეხვედრებს, მასიურ ღონისძიებებს. ეს როგორ მოხდება ამ ვითარებაში, რთული წარმოსადგენია. კიდევ უფრო გაიზრდება მედიის როლი. ბევრს ინტერნეტი ჯერ კიდევ არ აქვს, ამიტომ სატელევიზიო სივრცე ერთადერთ წყაროდ რჩება არჩევანის გასაკეთებლად.

აქ კი ასევე გვაქვს პოლარიზება, ამომრჩეველს მიეწოდება დაგეგმილი, ფაქტიურად პარტიული ხაზის შესაბამისი მასალა და ამომრჩეველი ამ ყველაფრის ტყვეობაშია. ფაქტიურად არაპარტიული ტელემედია, მცირე გამონაკლისების გარდა, დღეს არ გვაქვს, რაც არ უნდა უსიამოვნოდ ჟღერდეს ეს.

- ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი ნოა ჰარარი, კორონავირუსის გავრცელებას ჟურნალ "Financial Times"-ში ვრცელი და საინტერესო სტატიით - “სამყარო კონორავირუსის“ შემდეგ გამოეხმაურა.

ნოა ჰარარი დარწმუნებულია, რომ გლობალური კრიზისის პირობებში გადაწყვეტილებები, რომლებსაც საზოგადოება და მთავრობები მიიღებენ სამყაროს იერსახეს შეცვლის. საუბარია არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე, არამედ - ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ სამყაროში იცხოვრებს მსოფლიო მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული „ქარიშხლი ჩადგება?

- დიახ, ასეა. უამრავი კითხვა დაიბადა, პირველ რიგში ის, რომ უნდა გადავიდეს თუ არა კაცობრიობა ონლაინ ცხოვრების წესზე? ეს ამ ეტაპზე მოცემულობაა და არა რიტორიკა. ამ დროს როგორ მოახერხებს კაცობრიობა ადაპტაციას, ნუთუ ასეთი ცხოვრების წესი საყოველთაო ფსიქოზს არ გამოიწვევს? სკოლები, უნივერსიტეტები, სამსახურები, ყველაფერი ონლაინ რეჟიმში.

ეს ერთის მხრივ იწვევს მასიური ტექნოლოგიური კონტროლის აუცილებლობას. სხვაგვარად შეუძლებლი იქნება დანაშაულის პრევენციაც და დასჯაც. დღეს უკვე მთელი ჩინეთი 24 საათიანი ტექნოლოგიური მონიტორინგის ქვეშ არის. ხვალ რომ ყველაფერი გადაივლის, ეს ტექნოლოგიური მონიტორინგი კონტროლში გადაიზრდება, ამის ყველანაირი მონაცემები პანდემიამდეც იყო და სახეზეა.

ასევე მოხდება საერთაშორისო სამართლის, როგორც საერთაშორისო ქცევის წესების სრული გადასხვაფერება, ვინ, როგორ და რა სახით მოახდენს ახალი ნორმების დადგენას, მათ ინტერპრეტაციას და გამოყენებას ჯერ ამაზე პასუხი არავის აქვს. ბუნებრივია ეს საერთაშორისო ურთიერთობების არსებულ პრაქტიკას შეცვლის.

თუ ციფრული სუვერენიტეტი არ გაქვს, ჩათვალე არ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბევრი ვერ გაიგებს ახლა რას ვამბობ, მაგრამ ვინც იგებს იმან უნდა იმოქმედოს

ფაქტობრივი მდგომარეობა გვეუბნება, რომ ადამიანის როლი ეკონომიკაში დაკნინდება, შესაბამისად დაკნინდება მთავრობების, ადამიანური ხელისუფლებების როლი.

ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ფორმულა რომელიც მდგომარეობს 5G+ გლობალური მონაცემები+საგანთა ინტერნეტი+მანქანათა თვითსწავლება+ხელოვნური ინტელექტი + ბლოკჩეინი და ელექტრონული ფული, პოტენციურად არის ამ დრომდე არსებული ადამიანური მმართველობის ფორმების დაკნინების ფორმულა.

თუმცა, ჯერ არავინ იცის, ესეც კი რამდენად ცუდია. ამ თვალსაზრისით მე გეითსის, მასკისა და ბოლსტრომის მიდგომათა ჯგუფში ვარ ნაკლები აპოკალიპტიკური შეხედულებებით. ერთის მხრივ ეს ყველაფერი პროგრესის და აუცილებლობის საკითხია, ხოლო მეორე მხრივ დიდ გამოწვევას აყენებს ადამიანის წინაშე თუ როგორ მართოს ეს ყველაფერი ისე, რომ მხოლოდ სარგებელი მიიღოს და არ დაკარგოს გავლენა საკუთარ ბედზე, საკუთარ თავისუფლებაზე.

ამავე დროს, დავაკვირდეთ, რომ ტექნოლოგიური კონტროლი ადამიანებზე არ არის ცალმხრივი საშუალება. ადამიანებსაც შეუძლიათ მეტად აკონტროლონ მთავრობები. მაგალითად, მინიმუმ ის, რომ შესაბამისი პროგრამის გამოყენებისას საშუალება გვაქვს ვაკონტროლოთ ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვირუსი თუ სხვა, უკვე იმდენად დიდი ნაბიჯია, რომ არათუ გავრცელებას ამცირებს, არამედ პანიკასაც ანულებს.

მთავარი პრობლემა და შიში არცოდნაშია. ადამიანს ეშინია იმის, რაც არ იცის და ამიტომაც ორიენტირებულია იმაზე, თუ რას იტყვის ესა თუ ის ავტორიტეტი. ანუ დამოკიდებულია.

შესაბამისად, კონსპირაციულ თეორიებზე მეტად ჯანდაცვის სისტემებს, ცოდნას უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ვირუსი ღამურამ გაავრცელა თუ დინოზავრმა, თუ ჩინურმა სპეცსამსახურებმა. მოცემულობა დადგა მსოფლიოში ასეთი და ესაა მთავარი.

ვფიქრობ, მეტი დეცენტრალიზაცია მოხდება დიდ ქვეყნებში, წამოიწევს ფედერალიზაციის მოთხოვნილება, რთულია დიდი ქვეყნების ცენტრალიზებულად მართვა. ეს თანხვედრაშია ტექნოლოგიურ განვითარებასთან. სახელმწიფო მოწყობის უნიტარულ ფორმებს დიდ ქვეყნებში აზრი ეკარგება. ხოლო პატარა ქვეყნებს მეტი შანსი მიეცემათ განვითარების და უკეთესი მართვის.

დიდი მნიშვნელობა ექნება ტექნოლოგიურ, ციფრულ სუვერენიტეტს. ყველაზე დიდი გამოწვევა პოსტ-კრიზისულ სამყაროში ეს მიმაჩნია. რადგან ციფრული სუვერენიტეტის დაუცველობა პრაქტიკულად საზღვრების საჭიროებას ანულირებს, ინდივიდუალურად ადამიანი ვეღარ იქნება თავისუფალი თუ არა სახელმწიფოებრივი ციფრული სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ არანაირი სტრატეგია არ გვაქვს.

ეს ქვეყნის უსაფრთხოებითი გამოწვევაა.

ტექნოლოგია გვერდს უვლის ფიზიკურ ტერიტორიულ საზღვრებს, დგება ციფრული საზღვრების, სუვერენიტეტის კონტროლის საჭიროება. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და რომ ვნახოთ ამ მხრივ არც ერთი ინიციატივა არ გვაქვს წარდგენილი. სამწუხაროდ, ეს სახელმწიფოებრივი ჩამორჩენილობის ნიშანია. თუ ციფრული სუვერენიტეტი არ გაქვს, ჩათვალე არ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბევრი ვერ გაიგებს ახლა რას ვამბობ, მაგრამ ვინც იგებს იმან უნდა იმოქმედოს.

თუ ჩვენ შევქმნით ეროვნულ ციფრულ ბაზარს, სივრცეს, სადაც ბევრი პრობლემის გადაწყვეტის სერვისები იქნება, ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობასაც რეინტეგრაციულ საშუალებას, სურვილს გაუჩენს. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ კრიზისთან ერთად, ბევრი საშუალებაც იქმნება და ისინი უნდა გამოვიყენოთ.

საბოლოოდ მაინც მჯერა, რომ ყველაფერი გადაივლის, თუმცა რა სახის დასკვნებს გააკეთებს კაცობრიობა და ჩვენც, ბუნებრივია ეს სწორედ ახლა გამოჩნდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ