საგარეო უწყება - იორდანიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველყო

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აქტიურად არის ჩართული იორდანიაში მყოფი საქართველოს 18 მოქალაქის საკითხის მოგვარებაში, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ცნობით, საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში კავშირზეა მათთან, ინფორმირებულია მათი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამისად ცდილობს აღმოუჩინოს მათ დახმარება. საელჩომ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის სამეფოში და მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლაზე ამოქმედებული შეზღუდვები. ქვეყანაში დაკეტილია საჰაერო სივრცე და ფრენებს ვერ ახორციელებს ვერც ერთი ავიაკომპანია. შეზღუდვა ასევე ვრცელდება საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე.

საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

„მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა