გულია გოცირიძის ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, გლდანში  მცხოვრებ 200 ოჯახს პროდუქტები გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ რაიონში მცხოვრებ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, დახმარება ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დაურიგდათ.

მათივე ინფორმაციით, დეპუტატის მიერ შეძენილი ნობათი მოსახლეობას სპეციალურად გადამზადებულმა მოხალისეთა ჯგუფმა მიუტანა.

„კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულ მოსახლეობას და შშმ პირებს დავხმარებოდით. ჩემმა ოჯახმა ბიზნეს ცენტრ „მარიამის“ პარტნიორებთან ერთად, საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა, რომლებიც ამ ოჯახებს გადავეცით. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დავეხმაროთ. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ“ ,- განაცხადა გულია გოცირიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს