ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა ონკოლოგიურ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს

ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის რემა ღვამიჩავას განცხადებით, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი არანაირი განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ არის, თუ ის არის კონტროლის ქვეშ და იცავს ყველა წესს, რაც ზოგადადაა გაცემული.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის, საქართველოში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, არ არის.

„ონკოლოგიური პაციენტს, რომელსაც აღენიშნება იმუნიტეტის დასუსტება არის რისკის ქვეშ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტი, მაგალითად დიაბეტის დროს. ეს არ არის განპირობებული ონკოლოგიური პათოლოგიით, ისევე როგორც არ არის განპირობებული დიაბეტიან პაციენტში, დიაბეტით. უბრალოდ ამ პათოლოგიებისთვის, ისევე როგორც სხვა პათოლოგიებისთვის თანმხლები არის იმუნიტეტის დასუსტება. შესაბამისად, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანში კორონავირუსის განვითარების შემთხვევაში უფრო სერიოული ფორმების მიღების რისკი მომატებულია. ასეთი პაციენტები არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებთაც აქვთ მაგალითად ძვლის ტვინის გადანერგვა, ასევე გარკვეულწილად იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს აქტიური ქიმიოთერაპია, თუმცა ყველა შემთხვევაში არის რეკომენდაციები, რომ ამ პირობებშიც კი, ონკოლოგიურმა პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

მისივე თქმით, არსებობს რეკომენდაციები, რომ პაციენტებმა მაქსიმალურად შეზღუდონ კლინიკებში სიარული, გარდა აუცილებელი ვიზიტებისა.

„არის რეკომენდაციები, რომ მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს მათი კლინიკებში მიმოსვლა. რაც შეიძლება შეიზღუდოს პაციენტის თანმხლები პირების კლინიკაში გაყოლა. პაციენტი თუ მისასვლელია, მას არ უნდა მიჰყვეს ოჯახის წევრი.

ონკოლოგიური პაციენტების ძირითადი რეკომენდაციებია, რომ ეცადონ იმუნიტეტი ჰქონდეთ შესაბამის დონეზე, რაც მაქსიმალურდ შესაძლებელია მიღწეული იყოს სწორი მკურნალობით. მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტი, გარდა იმ აუცილებლობისა, რაც არის უშუალოდ მკურნალობით გამოწვეული. მაქსიმალურად ჩაიტარონ კონსულტაცია იმ ექიმთან, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც არიან და ამისთვის, კლინიკაში მისვლა არ არის აუცილებელი. რეკომენდაციაა, რომ ონლაინ გაკეთდეს კონსულტაციები პაციენტებთან“, - აღნიშნა მან.

ექიმის განცხადებით, „ამერიკის ონკოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციაა, რომ დროებით შეჩერდეს კიბოს სკრინინგის პროგრამა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროში.

„ამერიკის ონკოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციაა, რომ ამ პერიოდში, როდესაც კორონავირუსის პანდემიაა მსოფლიოში, კიბოს სკრინინგის პროგრამამ შესაძლოა, მეტი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას, ვიდრე სიკეთე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფიქრობს და მიმდინარე კვირას იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებული“, - განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად