„ნიკორამ“ StopCOV ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

„ნიკორა“ StopCOV ფონდის მხარდასაჭერად თანხას რიცხავს და განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:

“კომპანია “ნიკორა” ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან აცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრია. გამომდინარე აქედან, მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ, რათა ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია/მოვალეობა, ვუზრუნველვყოთ წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი, რათა ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის მომარაგების მხრივ დისკომფორტი.

ჩვენ ვინარჩუნებთ და არ ვზრდით ფასებს საკუთარი წარმოების პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, ჩვენს მიერ წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, ფასი უცვლელი რჩება.

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, შევუერთდით სოციალურ კამპანიას და შეძლებისდაგვარად პროდუქციით დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას.

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.

ასევე მივესალმებით ყველა კომპანიის გაღებულ კონტრიბუციას, რომელიც მიმართულია COVID19 -ის წინააღმდეგ.

ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, ერთად ყველაფერი გამოგვივა“ - ნათქვამია „ნიკორას“ განცხადებაში.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა