“ლელო” საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელებას ეხმაურება და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელებას ეხმიანება და აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ლელო“ გამოდის ინიციატივით, დარგების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობით, სასწრაფოდ დაიწყოს კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ეროვნულ გეგმაზე მუშაობა.

„დღეს 4.9 მილიონი ქართველი გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი, რაც გულისხმობს მოქალაქის პირადი სივრცის დარღვევას, მისი ყველა მონაცემის გასაჯაროებას და იდენტობის შესაძლო მიტაცებას. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო აბსოლუტურად დაუცველია კიბერუსაფრთხოების კუთხით. როდესაც ამ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გახსნა სტატისტიკურად ყველაზე ნაკლებად ხდება საქართველოში, ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქეები და საერთოდ, ეროვნული უსაფრთხოება მზარდი საფრთხის წინაშე იმყოფება. ამ ფონზე, ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება სრულიად გადაუდებელ მნიშვნელობას იძენს. ზემოაღნიშნულ პრობლემას აღრმავებს ის ფაქტი, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას უკვე წელიწადზე მეტია, გასული აქვს ვადა. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დარგის სპეციალისტებთან ერთად შეემუშავებინა ახალი და კვალიფიციური დოკუმენტი. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს ბევრ ხარვეზს და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზიც კი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შორის. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” ყურადღებით ეკიდება კიბერუსაფრთხოების საკითხებს და რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ახალი ეროვნული სტრატეგიის ფორმულირებაზე. “ლელო” მოითხოვს გამოძიების დაწყებას და გამოდის ინიციატივით, დარგების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობით, სასწრაფოდ იქნას დაწყებული კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და ეროვნულ გეგმაზე მუშაობა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს - პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა