მარინა ეზუგბაია - ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პრობლემური პაციენტია, მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და მათგან 2-ის მდგომარეობა თითქმის კრიტიკულია.

„ჩემს ცენტრში 4 პრობლემური პაციენტია. მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ მათ გამოსავალსა და პროგნოზზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კითხვას, გამოვიდა თუ არა მწყობრიდან სატესტო აპარატი ბევრი ტესტის ჩატარების გამო, მარინა ეზუგბაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ეს არაა სწორი, ჩვენი აპარატი მწყობრშია და მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ჩანაცვლება შეგვიძლია ჩვენს ცენტრს ეს არ ემუქრება. ტესტირებას გავაგრძელებთ ყველა შემთხვევაში“,-აღნიშნა ეზუგბაიმ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე