მაია ცქიტიშვილის განცხადებით, არავითარი დეფიციტი და პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით  არ არსებობს

ბოლო თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ გვაქვს და თუ ჩვენი მაღაზიების თაროები პანიკური შესყიდვების შედეგად შეიძლება დროებით დაცარიელდეს, ის ისევ ივსება პროდუქტებით. არავითარი დეფიციტი და პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით არ გვაქვს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარაგების შესაქმნელად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 9 ძირითადი პროდუქტის ფასების საგარანტიო მექანიზმის შეთავაზების თაობაზე ბიზნესისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა ამ 9 ძირითად პროდუქტზე ფასების სტაბილურობას. მაია ცქიტიშვილის თქმით, გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზრუნავს იმაზეც, რომ გვქონდეს გარკვეული სტრატეგიული მარაგები იმისთვის, რომ ბევრად უფრო მშვიდად ვიგრძნოთ თავი, თუ ლოგისტიკურ ჯაჭვში რამე პრობლემა შეიქმნა.

,,მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო ავიარეისები ბევრ ქვეყანასთან პრაქტიკულად გაჩერებულია ეს აკრძალვები და საზღვრების ჩაკეტვა არ შეხებია სატვირთო გადაზიდვებს და როგორც საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისევე ჩვენს მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მიდის ტვირთი, ჩვენს კომპანიებს, იმპორტიორებს აქვთ საშუალება სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ შესაბამისი საქონელი. ქვეყნებს შორის ასევე აწყობილია ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ვაგრძელებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაამშვიდა საზოგადოება, რომ სურსათის და სამედიცინო მარაგების მხრივ როგორც დღეს არ არსებობს შეფერხება, ასევე არ იქნება შემდგომშიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა