აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ

დღეიდან აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში მიიღო.

საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის : გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სავაჭრო და საჯარო მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის ობიექტებში ვიზიტისას, ნაგვის გადაყრის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასრულებს იმ ორგანიზაციის დავალებას, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ოპერირებს.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 273 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 26-ია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია