რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკი მაშინ არის, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა.

„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. ანუ, იმ პაციენტებთან, რომელიც შესაძლოა, საეჭვო არიან კორონავირუსზე, ასევე სხვა ექიმებიც სრული ეკიპირებით შედიან. არა მარტო ექიმები, არამედ სანიტრები და მედდები. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ და ვცდილობთ, რომ არც ერთი უმნიშვნელო დარღვევაც არ გამოგვრჩეს, რათა რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი. დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული და ასეეული ექიმია დაავადებული. ამიტომ, ამას ძალიან მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით, მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც ამ წესის დასაცავად გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკი მაშინ არის, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა. ამიტომაც, ჩვენი ექიმები იმ ზონაში, სადაც შეიძლება პაციენტი მოხვდეს, სრულად აღჭურვილები დადიან, რათა ექსტრემალური სიტუაციისთვისაც მზად ვიყოთ“,-განაცხადა გოფოძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სამედიციონო პერსონალის დაცვის თვალსაზრისით დღეს არსებული ვითარება შენარჩუნდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი, ექიმი მოგვამართავს, გვეუბნებიან, მოვალთ, ვიმუშავებთ, დაგვავალეთ საკარანტინო ზონებში მუშაობაო. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომ ჩვენს გარშემო ამდენი ერთგული ადამიანი აღმოჩნდა. მთელი სამედიცინო საზოგადოება ფეხზე დგას იმისთვის, რომ ჩვენზე ამ ინფექციის გავლენა მაქსიმალურად შეამციროს“,-აცხადებს გოფოძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს