31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ვოლტის სამუშაო საათები შეიცვალა. საკვებისა და პროდუქტების შეკვეთა თბილისსა და ბათუმში ახლა უკვე დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:30 საათმდე იქნება შესაძლებელი, მიტანა კი განხორციელდება 20:00 საათამდე.

ამ ეტაპზე Wolt-ის პარტნიორი რესტორნების უმეტესობა, ასევე სუპერმარკეტები, ერთეული გამონაკლისების გარდა, მუშაობას აგრძელებენ გატანის სერვისის მიმართულებით, შესაბამისად კერძებისა თუ პროდუქტების შეკვეთა მითითებულ საათებში ხელმისაწვდომი რჩება.

შეგახსენებთ, რომ Wolt-მა დანერგა უკონტაქტო მიტანის სერვისი, 18 მარტიდან ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად უკონტაქტო მიტანის რეჟიმში ხორციელდება.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, ათენი, ჰიროსიმა, თბილისი და ბათუმი.

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. ასევე ვოლტით უკვე სუპერმარკეტებიდან შეკვეთაა შესაძლებელი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან და სუპერმარკეტიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა