სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ

ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, "სილქნეტი" ვირუსის პრევენციის ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და თავის აბონენტებს უზრუნველყოფს დისტანცირებული მომსახურების სხვადასხვა საშუალებებით. ამასთანავე, ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად მიღებასაც, როგორიც ონლაინ საბანკო მომსახურებაა. სწორედ ამიტომ, "სილქნეტი" შეუერთდა "საქართველოს ბანკის" ინიციატივას, მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს საბანკო მომსახურება და ამისათვის არ შეაფერხებს თავისი აბონენტების წვდომას მობილბანკის სერვისებზე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა აბონენტს ანგარიშზე მეგაბაიტები.

31 მარტიდან "საქართველოს ბანკის" ციფრული სერვისებით სარგებლობა ინტერნეტის გარეშეა შესაძლებელი. ეს საშუალებას მისცემს "საქართველოს ბანკის" მობილბანკის მომხმარებელს, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საბანკო მომსახურებით.

"სილქნეტის" მობილურ აბონენტებს "საქართველოს ბანკის" მობილბანკის აპლიკაციით და ასევე მობილბანკის ვებ ვერსიით სარგებლობისას ინტერნეტის პაკეტის და მობილურ ბალანსზე თანხის არქონის შემთხვევაში, ბანკის ამ პროდუქტებთან წვდომა შეუზღუდავად შეეძლებათ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა