"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა

"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი KÄRCHER SG4/4 გადასცა.

კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით ეს აპარატი განკუთვნილია მხოლოდ წყლის გამოყენებით მყარი ზედაპირების დეზინფექციისთვის ყველანაირი ქიმიური ხსნარების საჭიროების გარეშე, რაც გაუადვილებს ინფექციურის ცენტრის პერსონალს ყოველდღიურ საქმიანობაში საჭირო და აუცილებელი ჰიგიენის შენარჩუნებას. აღნიშნული ვიზიტის დროს ასევე განხორციელდა აპარატის დემონსტრაცია და მოხდა მისი გამოყენების წესების განმარტება.

კომპანიის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბათირაშვილის განცხადებით, კომპანიის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არის მცირედი ჟესტი იმ დიდი მადლიერების გამოხატულების, რომელსაც გრძნობს "კერხერ-საქართველოს" გუნდის თითოეული წევრი დღევანდელი გმირი ექიმების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უამრავი პაციენტების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს