KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"

"ვოლტის" აპლიკაციაში KFC-ის გამოჩენას მომხმარებელი დიდი ხანი ელოდება, 23 მარტიდან KFC-ის შეკვეთა ექსკლუზიურად "ვოლტით" არის შესაძლებელი.

KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. კომბო მენიუები, ქეი ეფ სის ლეგენდარული ბასკეტები, ბურგერები და კიდევ უამრავი არჩევანი KFC-ის მენიუდან გემრიელი საკვების მოყვარულებს ვოლტზე შეუძლიათ აღმოაჩინონ და ამავე დროს ისარგებლონ უკონტაქტო მიტანით. შეგახსენებთ, რომ Wolt-მა 12 მარტიდან დანერგა უკონტაქტო მიტანის სერვისი და ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად უკონტაქტო მიტანის რეჟიმში ხორციელდება. 31 მარტიდან კი Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში არის შესაძლებელი. კერძების შეკვეთა შესაძლებელია Wolt-ის აპლიკაციის გამოყენებით. შეკვეთის მიწოდების რადიუსი რესტორნის მისამართიდან შემკვეთის მისამართამდე 5 კმ-ს შეადგენს.

“KFC ვოლტის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანი ელოდა ვოლტის აპლიკაციაში KFC-ის დამატებას, ძალიან გვიხარია რომ ჩვენი მომხმარებლები ექსკლუზიურად ვოლტზე შეძლებენ KFC-ის შეკვეთას და ისარგებლებენ საკვების უკონტაქტო მიტანის სერვისით “- განაცხადა ვოლტის გენერალურმა მენეჯრმა ნატალია ხიზანიშვილმა.

,,KFC 2014 წლიდან არის წარმოდგენილი საქართველოში, სამომავლოდ ვგეგმავთ ეტაპობრივ განვითარებას როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 23 მარტიდან KFC ექსკლუზიურად გახდა ვოლტის პარტნიორი. მიგვაჩნია, რომ ეს ორივე კომპანიისთვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრ სიახლესთან ერთად შევეცდებით მომხმარებლისთვის საუკეთესო და გემრიელი სერვისი შევქმნათ“ - განაცხადა კომპანია KFC-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ცეცხლაძემ.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, ათენი, ვარშავა, თბილისი და ბათუმი.

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს