D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კალციუმის, ძვლისა და კუნთის ჯანმრთელობაზე, არამედ მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს D ვიტამინს იმუნურ სისტემაზე, დღეისთვის უკვე დადასტურებულია, რომ იგი არის მძლავრი იმუნომოდულატორი. რას ნიშნავს ეს?! იმუნური სისტემის პრაქტიკულად ყველა უჯრედის ზედაპირზე არის D ვიტამინის რეცეპტორები, რომლის მეშვეობითაც D ვიტამინი არეგულირებს იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

იმუნური სისტემის დაცვას უდიდესი როლი აქვს დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს. კარგად ვიცით, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გვიცავს შემოჭრილი პათოგენებისგან, მათ შორის ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვადასხვა ტოქსინებისგან. ძლიერი იმუნური სისტემა უმნიშვნელოვანესი იარაღია ინფექციებთან ბრძოლაში. იმუნურ სისტემას აძლიერებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვება და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.

ვიტამინებს რაც შეეხება, ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი სრულფასოვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. მწირია იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც უხვად შეიცავს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი და სოკო. მცირე ოდენობით D ვიტამინს ასევე შეიცავს კვერცხი. საზღვარგარეთ ევროპასა და ამერიკაში უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგ., ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად დამატებული აქვს D ვიტამინი. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები პრაქტიკულად არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად გაზაფხული დაიწყო, თუმცა COVID-19-ით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხის გათვალისწინებით ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, არ გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.

რესპირატორული ვირუსული ინფექციებით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსები ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს. D ვიტამინს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ D ვიტამინის დეფიციტი.

D ვიტამინის დანამატების გამოყენება ამცირებს რესპირატორული ინფექციების რისკს, არეგულირებს ციტოკინების წარმოქმნას, ამცირებს გრიპის ვირუსით ავადობას. ვარაუდობენ, რომ D ვიტამინი შესაძლოა ასევე ჰქონდეს გარკვეული გავლენა COVID-19-ით ინფიცირების რისკზეც. COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში გვაქვს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობა, ვითარდება ერთგვარი მანკიერი წრე, როდესაც გამომუშავდება ციტოკინები, რომლებიც კორონავირუსზე მეტად აზიანებენ საკუთარ უჯრედებსა და ორგანოებს, რაც ზრდის კორონავირუსით სიკვდილობის რისკს. ფიქრობენ, რომ შესაძლოა აქაც D ვიტამინს ჰქონდეს თავისი მოკრძალებული როლი.

ამჟამად ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, D ვიტამინს აქვს თუ არა რაიმე როლი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციის სიმძიმის განსაზღვრაში, თუმცა ვიცით, რომ D ვიტამინის დეფიციტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების განვითარების კარგი ხელისშემწყობია. ამდენად რეკომენდებულია მისი ადეკვატური რაოდენობით მიღება. იმისათვის, რომ D ვიტამინის დღიური მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ, სრულფასოვანი კვების პირობებშიც კი, მხოლოდ კვებით ეს შეუძლებელია. საკვებით შესაძლებელია მხოლოდ დღიური მოთხოვნილების 10-20%-ის მიღება. D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩი სახლში და არ გახვიდე გარეთ, ეხლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით. ა.წ. 23 მარტს ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებამ (ESE) გამოაქვეყნა თავისი ოფიციალური პოზიცია COVID-19-ისა და ენდოკრინული დაავადებების შესახებ, სადაც გაკეთებულია აქცენტი D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრისა და D ვიტამინის ადეკვატური მიღების საჭიროებაზე.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ მოხდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 800 სე - ბავშვებში და 2000 სე - ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., კვირაში ან თვეში ერთხელ, არ გამოდგა ეფექტური რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ თვითიზოლაციის პირობებში თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს მიიღოს პროფილაქტიკური დოზები ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია პირი დაუკავშირდეთ მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მოახდეს სამკურნალო დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალურად შერჩევას.

სტატიის ავტორი: საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ნათია ვაშაყმაძე.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს