მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მათ მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ პირების მიმართ, ვინც სამსახური დაკარგა, საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება ამ ეტაპზე არ განიხილება.

„ამ ეტაპზე ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველ რიგში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება, სპეკულაციური იქნება. დაახლოებით, 1 მილიარდ 200 მილიონის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც ჩვენ მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. ბიზნესისთვის შეთავასებული პაკეტი სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ბიზნესმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს. ვინაიდან, საგანგებო ვითარებაში მხოლოდ დაახლოებით 1 თვე ვიმყოფებით, იმედი გვაქვს, ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის, რომ სამსახურიდან მისი კვალიფიციური პერსონალი არ გაუშვას, ის ადამიანები, რომელთა ტრენინგშიც, კვალიფიკაციის ამაღლებაშიც ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი.

ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება, ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები დავაკმაყოფილოთ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ვთავაზობთ დამატებით, ფიზიკური პირებისთვის საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მათი სესხების 3-თვიანი პერიოდით გადავადებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო