ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირების ვადას ახანგრძლივებენ

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, FAO და ევროკავშირი სასოფლო-სამეურნეო გრანტების კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადას ახანგრძლივებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს.

მათი ცნობით, ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ, საგრანტო კონკურსზე საბუთების შეტანა 8 აპრილამდე ონლაინ შეეძლებათ, ვებგვერდზე: WWW.FAOGRANT.GE

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი 2020 წლის 1 იანვარს გამოცხადდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციებისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგიონული კოორდინატორების საკონტაქტო ნომრები, ისევე როგორც ინფორმაცია აპლიკაციის შევსებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე WWW.FAOGRANTS.GE

საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები. დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივის თანადაფინანსებასაც.

საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე.

მეორე ეტაპზე, განაცხადებებს მიღება 8 აპრილს დასრულდება. თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერს: WWW.FAOGRANTS.GE

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ვებგვერდზე მითითებულ რეგიონულ კოორდინატორებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)