სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს შეიძენს. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

შეკვეთა უკვე გაგზავნილია ევროპელ მომწოდებელთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უახლოესს დღეებში დაჩქარებული წესით.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან. ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიაზრებთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას და მივაწოდოთ მათ ის რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით,კოორდინირებული მუშაობით დროულად დავძლევთ ამ გამოწვევას! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! - განაცხადა ნინა კობახიძემ.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს