„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს

„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას წინა თვეებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს, მაშინ, როცა მობილურის ბალანსზე თანხა და მეგაბაიტები გაქვთ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებით, მომხმარებლები მობილბანკის გამოყენებას უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შეძლებენ. ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა.

„საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია, გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − „ბილაინის“, „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ“,- აცხადებენ ბანკში.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ოპერაციების დისტანციურად შესრულების გასამარტივებლად, რამდენიმე დღის წინ, „საქართველოს ბანკმა“ მობილბანკის სერვისები გააუმჯობესა და ფაქტობრივად, ბანკის ვირტუალურ ფილიალად გარდაქმნა. ამასთან, ბანკის გადაწყვეტილებით, სერვისების მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუქმდა საკომისიო გადასახადიც.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა