მთავრობის ორგანიზებით, ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით ჩამოვიდნენ

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში ჩამოვიდა ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზეც საქართველოს 102 მოქალაქეა. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერული რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ამ ქვეყანაში ქართველთა დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით, მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს და სამშობლოში დაბრუნების საკითხის მოგვარებაში დაეხმარნენ.

ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია Myway Airlines -მ შეასრულა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ