პლასტიკური ბარათი სასურველ ადგილას - ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"

"ტერაბანკი" მომხმარებლებს ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პლასტიკური ბარათი სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეუკვეთოს და იგი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ბარათის შეკვეთისთვის მომხმარებელმა ან ქოლცენტრში უნდა დარეკოს, ან შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტბანკით გაგზავნოს. ბარათს იგი დალუქული კონვერტით, კურიერის მეშვეობით მიიღებს და ქოლცენტრის დახმარებით გაააქტიურებს.

„ახლა, როდესაც სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსკუთრებით აქტუალურია, ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი მოსახერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული შეთავაზება იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებსაც პლასტიკური ბარათის აღება ან განახლება სურთ“, - აღნიშნავენ "ტერაბანკში".

მიტანის სერვისი ვრცელდება როგორც ვიზას, ისე მასტერქარდის ნებისმიერ ბარათზე. ამ ეტაპზე მომსახურება თბილისის მასშტაბით მოქმედებს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა