დავით ზალკალიანმა საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელორუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი, ასევე, ჩვენი თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხი. ისაუბრეს უკვე არსებულ და დამატებით მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას. აღინიშა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ ზუსტ ინფომაციას ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. ვიდეოკონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამომწურავად ვისაუბროთ მოქალაქეების არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ ადგილზე დახმარების აღმოჩენაზე”, - განაცხადა მინისტრმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ში არსებულ მდგომარეობას, ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის გათვალისწინებით.

„ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. „ფრილანსერი“ ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები. მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ახალ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაიგეგემა. მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ყოფითი პრობლემების შემსუბუქება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის ფონზე გაწეული მუშაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას. მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზალკალიანმა საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელორუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი, ასევე, ჩვენი თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხი. ისაუბრეს უკვე არსებულ და დამატებით მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას. აღინიშა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ ზუსტ ინფომაციას ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. ვიდეოკონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამომწურავად ვისაუბროთ მოქალაქეების არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ ადგილზე დახმარების აღმოჩენაზე”, - განაცხადა მინისტრმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ში არსებულ მდგომარეობას, ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის გათვალისწინებით.

„ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონში და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. „ფრილანსერი“ ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები. მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ახალ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაიგეგემა. მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ყოფითი პრობლემების შემსუბუქება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსულებს პანდემიის ფონზე გაწეული მუშაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეების სამსახურში ყოფნისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობას. მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია