ბენიამინ ნეთანიაჰუ კვლავ თვითიზოლაციაში გადავიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც თვითიზოლაციიდან გუშინ, ოთხშაბათს საღამოს გამოვიდა, დღეს ისევ კარანტინში მოთავსდა. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამჯერად ნეთანიაჰუს თვითიზოლაციაში ყოფნა 6 დღით მოუწევს. კარანტინში იმყოფებიან მთავრობის სხვა წევრებიც, რომელთაც მინისტრთან შეხვედრა ჰქონდათ, მათ შორისაა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

ცნობისთვის პირველად ბენიამინ ნეთანიაჰუ იზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს