aptiaqi.ge-მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო

"ავერსის" სრული პროდუქციის შეძენა ონლაინ აფთიაქის aptiaqi.ge-ს საშუალებით უკვე შესაძლებელია. ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებასა და სახლში დარჩენას. სწორედ ამიტომ aptiaqi.ge-ს გუნდმა გადაწყვიტა არსებული შეთავაზება გაეუმჯობესებინა და მომხმარებელს „ავერსის“ სააფთიქო ქსელის პროდუქცია შესთავაზა. ამჟამად ონლაინ აფთიაქის შეთავაზებებს შორის აღმოაჩენთ როგორც მედიკამენტების სრულ ასორტიმენტს, ისე ბავშვის კვების და მოვლის საშუალებებს, ასევე სხეულის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს.

როგორც aptiaqi.ge-ში განმარტავენ, მათთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ფართო საზოგადოებას სრული სააფთიაქო მომსახურება შესთავაზონ საუკეთესო პრობებით და ამით არსებული მდგომარეობა შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქონ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ კომფორტი იმ მომხმარებლებს ვინც ვერ გამოდის სახლიდან და შეიძინონ ავერსის აფთიაქში არსებული სრული ასორტიმენტი სახლიდან გაუსვლელად. თავისთავად გვაქვს მედიკამენტების ძალიან დიდი არჩევანი. მეორე მხრივ კი, არ დაგვავიწყდა ქალბატონები, რომლებიც საკუთარ თავზე თვითიზოლაციის პერიოდშიც ზრუნავენ. სწორედ ამიტომ ჩვენი აფთიაქის საშუალებით, მათ ვთავაზობთ იმ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციას, რომელიც „ავერსის“ აფთიაქებში იყო ხელმისაწვდომი. მათ შორის არის „მესაუდა“, „გუდქური“, „ლილაროუზი“, „მილ–ფლორი“, „აკოჯე“, „დეიმელოუ“, „აჰავა“ , „დოლივა“ და სხვა ბრენდები,“ – განმარტავს aptiaqi.ge-ს მენეჯერი ანი სირბილაძე.

aptiaqi.ge საქართველოში პირველი ონლაინ აფთიაქია, რომელიც შეძენილი პროდუქციის მიწოდებას თბილისის მასშტაბით ახორციელებს.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს