კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 300 000 ლარი გამოყო

„ნიკორა ტრეიდი“ თანამშრომლების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„31 მარტს, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ცნობილი გახდა საკარანტინო ზომების გამკაცრების შესახებ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვასა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათის შემოღებას გულისხმობდა.

დღეის მონაცემებით ჩვენს კომპანიაში 6000 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ახალი რეგულაციების შემოღების გამო, საჭირო გახდა თითოეული თანამშრომლის ტრანსპორტირება განხილულიყო ინდივიდუალურად, საცხოვრებელი მისამართის და სამუშაო ადგილმდებარეობის მონაცემების გათვალისწინებით. რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ტაქსით ან საკუთარი ავტო მანქანით არის ნებადართული გადაადგილება, ამ ფაქტმა ჩვენს მიერ წინაწარ გაწერილ სამოქმედო გეგმაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და სწორი პროცესის აწყობას დრო დასჭირდა.

პირველ რიგში, რაც უსწარფესად შეგვეძლო გაგვეკეთებინა, თანამშრომლების გადაყვანა მოხდა საცხოვრებელი ადგილის ახლომდებარე ფილიალებში.

კომპანიამ ტრანსპორტირების პრობლემის გაჩენისთანავე, თავისი ბიუჯეტიდან გამოყო ყოველთვიურად 300 000 ლარი, რათა თითოეულ თანამშრომელს თანხა დანამატის სახით დაერიცხოს და ტრანსპორტირება შეძლონ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ამ ეტაპზე დარჩენილია ტექნიკური გადანაწილების საკითხი, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება და ყველა თანმაშრომლის ანგარიშზე აისახება მომდევნო პერიოდში, ტრანსპორტირებისთვის საჭირო დამატებითი თანხები.

ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ჩვენი თანამშრომლის მიერ არ მომხდარა საკუთარი თანხებით ტრანსპორტირების ანაზღაურება. ამ ორი დღის განმავლობაში გაწეული ყველა ხარჯი ანაზღაურებულია კომპანიის მხრიდან.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა ყველა ჩვენ თანამშრომელს გადავუხადოთ მადლობა ამ ურთულეს პერიოდში გაწეული შრომისთვის და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუთვალისწინებელი პროცესების მიმართ საკითხის ადეკვატურად მიღებისთვის.“ -აცხადებს „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა