სახალხო დამცველმა ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, 2019 წლის ანგარიშში რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატმა ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, 2019 წლის ანგარიშში რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართა.

მათ შორის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამეტს მოუწოდა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანოს და სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება.

რეკომენდაციები მიმართული იყო ქვეყნის გენერალური პროკურატურისადმიც.

„განაახლოს და ეფექტიანად წარმართოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება.

ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს;

სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე. სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით.

ამასთანავე სახალხო დამცველმა რეკომენდაციეი მისცა ჯანდაცვის სამინისტროსაც და მოუწოდა შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სახალხო დამცველმა ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, 2019 წლის ანგარიშში რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატმა ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, 2019 წლის ანგარიშში რამდენიმე უწყებას რეკომენდაციით მიმართა.

მათ შორის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამეტს მოუწოდა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანოს და სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება.

რეკომენდაციები მიმართული იყო ქვეყნის გენერალური პროკურატურისადმიც.

„განაახლოს და ეფექტიანად წარმართოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება.

ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს;

სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე. სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით.

ამასთანავე სახალხო დამცველმა რეკომენდაციეი მისცა ჯანდაცვის სამინისტროსაც და მოუწოდა შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი