ომბუდსმენის შეფასებით, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა

სახალხო დამცველის შეფასებით, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

როგორც სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი, მიუღებელი იყო საქმეზე გამოძიების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებების არაფორმალურად ჩატარება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მიმართვიდან დაახლოებით 2 თვეში.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეცნო ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების მასალებს და გამოძიების შედეგები განცხადებით შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა, საქმის მასალების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი სიცოცხლის უფლების პოზიტიურ ასპექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

ია კერზაიამ 2018 წლის 26-27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, საჯაროდ განაცხადა მის მიმართ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტიდან 10 დღეში გარდაცვლილის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

პროკურატურამ გამოძიება, მიმართვიდან დაახლოებით 2 თვეში, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. გაუგებარია პროკურატურის მოტივაცია გამოძიების დაწყების ამგვარი დაყოვნების შესახებ.

სახალხო დამცველის შეფასებით, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. პროკურატურამ სხვადასხვა ინფორმაცია ისედაც დაგვიანებული გამოძიების პირობებში, დამატებითი დაგვიანებით გამოითხოვა, რამაც გამოძიების უშედეგოდ დასრულება განაპირობა. გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიუღებელი იყო საქმეზე გამოძიების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებების არაფორმალურად ჩატარება," - ნათქვამია ანგარიშში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს