სახალხო დამცველი ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ მიუთითებს

სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშის ფაქტებზე მიუთითებს.

კერძოდ, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველის მოხსენების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა, რეკომენდაციების განხილვის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, მისი აპარატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის დისკრედიტაცია სცადა.

„ასევე, მინისტრმა სხდომაზე კანონმდებლობის უხეში დარღვევით აჩვენა სახალხო დამცველის რწმუნებულის პატიმართან საკანში კონფიდენციალური შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ზემოაღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში კი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას. კერძოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, პენიტენციურ დაწესებულებაში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვიზიტის დასრულებისთანავე გაასაჯაროეს, რითაც უხეშად დაარღვიეს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველის შეფასებით, იმ საკითხის გასაჯაროება, თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების ჩადენის რისკს და იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ, პატიმრები, შესაძლოა, აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და შეხვედრისგან.

„სახალხო დამცველზე ზემოაღნიშნული თავდასხმის ფაქტები მის საქმიანობაში ჩარევად შეაფასეს ადამიანის უფლებათა დამცველთა საკითხზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა (GANHRI), ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IOI) და თანასწორობის ორგანოების ევროპულმა ქსელმა (EQUINET)“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ გრძელდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისადმი სხვადასხვა მონაცემების მიუწოდებლობის პრაქტიკა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს