ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო არსებულ საჭიროებებს ბიუჯეტიდან უმკლავდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, „ქართუს“ ფინანსური  დახმარების შეთავაზებით ისარგებლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო არსებულ საჭიროებებს ბიუჯეტიდან უმკლავდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებს „ქართუ“ ფონდის ფინანსური დახმარების შეთავაზებით. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართუ“ ფონდი ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას ქართველ ხალხს, როდესაც გასაჭირი დგება.

„„ქართუ ფონდის“ შეთავაზება ფინანსური დახმარების შესახებ წამოვიდა კრიზისის პირველივე დღეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. „ქართუ ფონდი“ როგორც ყოველთვის ერთ-ერთი პირველია, ვინც გვერდში უდგას სახელმწიფოს, როდესაც მას უჭირს, აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე ჩვენ ბიუჯეტიდან ვუმკლავდებით ამ პირველ საჭიროებებს, თუმცა რა თქმა უნდა, თუკი გახდა საჭირო ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მზადყოფნას და მაშინ მივმართავთ მათაც“,-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ფონდმა „ქართუ“ 13 მატს განცხადება გაავრცელა, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად დაეხმაროს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო