3 აპრილს, „ჯივიპი“ დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. ახალ ქსელზე საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 000 ლარზე მეტია.

"რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ჯივიპი ხვალ, 3 აპრილს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 აპრილს ღამის 23:00 საათიდან 4 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში: წერეთლის გამზირის ნაწილს, ხოშარაულის, აგლაძის, კარგარეთელისა და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის გამზირის, თევდორე მღვდლის და წინამძღვრიშვილის ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

"ჯივიპი" ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს