პირველი კლინიკა დისტანცირებული რიგის მართვის სისტემით

„კონსილიუმ მედულა“ პირველი კლინიკაა, რომელმაც Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხო რიგის მართვის სისტემის ინტეგრაცია განახორციელა. შვედური კომპანია Qmatic-ის ფუნქციონალი კლინიკაში ლოდინის დროის შემცირებას და, რაც მთავარია, ადამიანების ერთ სივრცეში თავშეყრის თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს. მობილური რიგის ბილეთი, ვირტუალური რიგის სისტემა და ვიზიტის დაჯავშნის ფუნქციონალი - ყველაფერი ეს კლინიკა „კონსილიუმ მედულამ“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სრულიად უფასოდ მიიღო.

„ვირტუალური რიგის მართვის სისტემის დანერგვა როგორც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციამ, ასევე მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე ზრუნვამ განაპირობა. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ დამატებითი დისკომფორტის შექმნის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ჩვენს კლინიკაში სულ ახლახანს დაინერგა, ძალიან მოგვწონს მისი ფუნქციონალი და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ამასთან ერთად, მინდა ავღნიშნო, რომ NGT ჯგუფის გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ჩვენს ნებისმიერ თხოვნას თუ მოსაზრებას,“ – აცხადებს ანა ბოლქვაძე, „კონსილიუმ მედულას“ ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორი.

რიგში დგომა კლინიკაში (მომსახურების ადგილზე) ფიზიკურად ყოფნის გარეშე - ეს არის მობილური ბილეთის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ხელს უწყობს სოციალური დისტანციის რეგულირებას და გამორიცხავს ადამიანებთან უშუალო კონტაქტის აუცილებლობას. სისტემის დახმარებით მომხმარებელი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს შეტყობინებებს რიგის ნომრის და რიგთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ. ეს ყველაფერი გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, მეტად კომფორტულს ხდის მომსახურების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ასევე დაინერგა Qmatic-ის ვიზიტის დაჯავშნის სისტემა, რომელიც არ საჭიროებს რიგის ბილეთის აღება–ქონას. დაჯავშნის სისტემის დახმარებით, შესაძლებელია როგორც დღის სრული დატვირთულობის წინასწარ განსაზღვრა, ასევე ვირუსის თუ სხვა ინფექციის გავრცელების რისკების მინიმიზაცია.

35 წლის წინ სწორედ Qmatic-მა შექმნა პირველი რიგის მართვის სისტემა, რომელიც დღემდე უკონკურენტოა ამ სფეროში. Qmatic-ის სისტემები 125 ქვეყანაში 85 000 ლოკაციაზეა განთავსებული და წლიურად 2,5 მილიარდ მომსახურებას ითვლის. უკვე 13 წელია რაც Qmatic ქართულ ბაზარზეა. მისი სისტემებით სარგებლობს ყველა ბანკი, სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია, უამრავი კლინიკა და ჰოსპიტალი.

შეგახსენებთ, COVID19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, Qmatic-ის რიგის მართვის სრული ფუნქციონალი 2020 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოა ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დაწესებულებისთვის!

გარდა კლინიკებისა, შექმნილმა ეპიდ-სიტუაციამ განაპირობა დისტანცირებული რიგის საჭიროება სუპერმარკეტებში, ბანკებსა და სხვა მომსახურების ობიექტებში, სადაც რიგის მართვის ეს მოდელი ასეთივე წარმატებით შეიძლება დაინერგოს.

სისტემა საშუალებას მოგცემთ დაჯავშნოთ ვიზიტი, დისტანციურად გასცეთ ელექტრონული რიგის ბილეთი და მუდმივ რეჟიმში აკონტროლოთ მომხმარებელთა ნაკადები. დაინტერესების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 2 30 60 10

ან მოგვწერეთ ონლაინ ჩათის მეშვეობით: Ngt.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა