სერგი კაპანაძე -  რაც არ უნდა თანხები გამოათავისუფლოს ხელისუფლებამ, შეუძლებელი იქნება ეს კრიზისი მხოლოდ ჩვენი სახსრებით დაიძლიოს - მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმაროს ამ რთულ დროს საქართველოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ფინანსური დახმარების გარეშე, საქართველო იმ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის შემდეგ დადგება.

მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა სთხოვა.

„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აქვს, არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსისგან და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა. პარალელურად, ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა დგება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს და სწორედ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, „ევროპულმა საქართველომ“ ბევრჯერ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლების მიმართ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადიდგას.

მაგრამ, აქვე კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა თანხები გამოათავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან, რაც არ უნდა ქამრები შემოიჭიროს, რაც არ უნდა გაითვალისწინოს მიცემული ჩვენი რეკომენდაციები, სრულიად შეუძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი იყოს დაძლეული მხოლოდ ჩვენი სახსრებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმაროს ამ რთულ დროს საქართველოს.

ჩვენ ამასთანავე, ვიცით რა, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტთან, დღეს პრაქტიკულად მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მივმართეთ ერთობლივად საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი განსხვავებებისა ხელისუფლებასთან, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გამოეყოს დიდი ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რომელიც შესაძლებელია დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სოლიდური საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნება ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მან ამასთანავე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები გამოეხმაურებიან ოპოზიციის მოწოდებას და მთავრობის მცდელობებს და საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო