დავით ზალკალიანი - მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ნატო კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მინისტრმა იმ ოთხ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლებიც ზემოღნიშნული ზომების ფარგლებში განხორციელდება, კერძოდ: საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ეს ოთხი მიმართულება ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესის შუქცევადობას და წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, პოლიტიკური და ეკონიმიკური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსოფრმაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მინისტერიალს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი, სადაც სტოლტენბერგმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის საქმიანობას კოვიდ 19-თან გამკლავების მიმართულებით. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და საქართველო კვლავაც ნატოს პოლიტიკური დღის წესრიგშია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა