ლევან გოფოძის განცხადებით, რუსთავიდან შეყვანილი ორი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანას არ საჭიროებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში რუსთავიდან გადაყვანილი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე გადაყვანას არ საჭიროებენ. როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, მათ კლინიკაში მოთავსებული ყველა პაციენტის ისტორია შესწავლილია.

„ახალი პაციენტების ისტორია შესწავლილია, მათი ეპიდემიოლოგიური ანამნეზი არსებობს, ეს არ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა, როცა არ ვიცით საიდან დასნებოვნდა ადამიანი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა მათგანის ეპიდემიური ანამნეზი ცნობილია და ამ თვალსაზრისით, არც ერთი არ არის განსაკუთრებული, საგანგაშო შემთხვევა. თუმცა, საგანგაშოა ის, რომ მათ კოვიდი დადებითი აქვთ, საჭიროებენ იზოლაციას, განსაკუთრებულ მკურნალობას, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან და ასე უნდა გაგრძელდეს. ვნახოთ, შემდეგში როგორ განვითარდება დაავადება. სამწუხაროდ, ამ ინფექციას ახასიათებს მოგვიანებით სტადიაზე გართულებების ჩამოყალიბება იგივე სასუნთქი სისტემის მხრივ“, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე განმარტებით, მძიმე ფორმით მიმდინარე კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება.

„როგორც ვიცი, რუსთავიდან ორი პაციენტია, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე პაციენტი რუსთავიდან არ არის. ყველა სრულწოვანია. სამივე პაციენტის მგდომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთი არ საჭიროებს მართვით სუნთქვაზე გადაყვანას, მათი სუნთქვითი კომპონენტი ამჟამად ნორმალურია, სამივე მათგანს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა გაკეთებული აქვს და არცერთ შემთხვევაში მძიმე პნევმონია არ აღინიშნება. მხოლოდ ჟანგბადის მიწოდებით ხდება სატურაციის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება“,- განაცხადა გოფოძემ.

მისივე განმარტებით, დღეს კვლევა კიდევ 12 პაციენტს გაუკეთდება, რომელთა პასუხებიც გვიან საღამოს იქნება ცნობილი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა