მაია ცქიტიშვილი - ვმუშაობთ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ ინსტუმენტები, რათა საქმიანობა გააგრძელონ

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ქართულ ბიზნესს შესთავაზოს სხვადასხვა ინსტუმენტი, რათა ბიზნესმა საქმიანობის გაგრძელება და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება შეძლოს.

როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია საგარანტიო მექანიზმების შექმნა.

“ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ჩვენ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება კონკურენტუნარიანი პირობებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორთან, სხვადასხვა დარგებთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან აქცენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთნ და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს.

საგარანტიო მექანზი მთლიანობაში არის ორიენტირებული ასევე ორი მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის და შესაბამისად, სხვადასხვა ინსტუმენტით სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა კონრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკები და ბიზნესი იყოს გარანტირებული იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურებას”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?