ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, ის რაც ახლა პანდემიის გამო მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში და საქართველოში ხდება, უამრავი განზომილება აქვს. რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ცხადად ჩანს, რომ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, პანდემიის შედეგები მსოფლიოს ცხოვრების არა ერთ ასპექტს შეეხება, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვნადაც.

ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეცდებით შევეხოთ, მაგრამ ჩვენი საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად 2 მილიარდ ლარს გამოჰყოფს. გარდა ამისა, 3 თვის განმავლობაში დაფარავს მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის მძვინვარების პირობებში ხელისუფლების ქმედებებს, მათ შორის პრემიერის იმ განცხადებებს, რომელიც 2 მილიარდი ლარისა და კომუნალური ხარჯების დაფარვას ეხება?

- ფრენსის ფუკუიამას მიერ ნაწინასწარმეტყველები „ისტორიის დასასრული?“ არც ამჯერად შედგება. ამის თქმა უკვე ახლავე შეიძლება. პანდემიის ფაქტორიც კი უძლურია ამ თვალთახედვით. მიუხედავად იმისა, რომ მის შედეგად გამოწვეული გლობალური ცვლილებების შესაფასებლად აუცილებელი ჰეგელისეული „ერთგვარი აუცილებელი ისტორიული სიშორე“, რაც საჭიროა მოვლენის შედეგების ობიექტური აღქმისთვის, ჯერ არ გასულა.

ჩვენ მოწმენი ვართ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასასრულის. მსოფლიო პანდემიის შემდეგ ის აღარ იქნება, რაც აქამდე იყო. თქვენ აბსოლუტურად სწორად მკითხეთ და საუბრის დაწყება ეკონომიკის მდგომარეობით შემომთავაზეთ, თუმცა ვიდრე ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდოდე, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთან და მკითხველთან ერთად დიდი სურათი დამენახა, რის გარეშეც ნებისმიერ კონკრეტიკაზე საუბარი შეუძლებელი იქნება.

ჩვენ მოწმენი ვართ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასასრულის. მსოფლიო პანდემიის შემდეგ ის აღარ იქნება, რაც აქამდე იყო

კორონავირუსმა გაამძაფრა იდეოლოგიური დაპირისპირებების, გლობალური ომების საფრთხე, რასაც სამომავლოდ თითქოსდა გამორიცხავდა აღიარებული ავტორიტეტი - ფუკუიამა. არამარტო ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფი არ შედგა მთელს მსოფლიოში, არათუ ჰეგელიანური ისტორიის დასასრული არ დადგა, არათუ ნიცშეანური ბოლო ადამიანის ეპოქა არ შედგა, რასაც იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი წინასწარმეტყველებდა, არამედ გლობალიზაციას, როგორც მთავარ და განმსაზღვრელ ტენდენციას დაემუქრა საფრთხე.

არათუ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის გორდონ ბრაუნის მოწოდება - გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად „მსოფლიო მთავრობის“ შექმნის აუცილებლობის შესახებ გამოიყურება უადგილოდ, არამედ ლამის ავტორიტარული რეჟიმების უფრო მეტ ეფექტიანობაზე მოსაზრება იქნას მიჩნეული ყავლგაუვალ ჭეშმარიტებად.

მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდა. ვერც ერთი ნობელიანტი ეკონომიკის დარგში, დღეს ვერ მისცემს რჩევას ვერც ერთ მთავრობას. ყველაფერი თავდაყირა დადგა, ამიტომ ახლა, ამ ეტაპზე ყველა ქვეყნის მთავრობამ ლოკალურ, ყოველდღიურ საარსებო პრობლემებზე უნდა იზრუნოს და ფაქტობრივად საკუთარი რესურსების ამარა გადაწყვიტოს ისინი. თანადგომა იქნება, მაგრამ როდის, რა სახის და რის საშუალებას მისცემს იგი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას ძნელი სათქმელია.

მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდა. ვერც ერთი ნობელიანტი ეკონომიკის დარგში, დღეს ვერ მისცემს რჩევას ვერც ერთ მთავრობას. ყველაფერი თავდაყირა დადგა, ამიტომ ახლა, ამ ეტაპზე ყველა ქვეყნის მთავრობამ ლოკალურ, ყოველდღიურ საარსებო პრობლემებზე უნდა იზრუნოს და ფაქტობრივად საკუთარი რესურსების ამარა გადაწყვიტოს ისინი. თანადგომა იქნება, მაგრამ როდის, რა სახის და რის საშუალებას მისცემს იგი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას ძნელი სათქმელია

ახლა გადავიდეთ ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი მთავრობა საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე. ეს სადღეისოდ საკმარისია. მაგრამ არავინ იცის, თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, რამდენად ექნება რესურსი მთავრობას ახალ პრობლემებთან გასამკლავებლად. ამიტომ, ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია.

ერთი რამ უნდა ითქვას ასევე ხაზგასმით - ივანიშვილის მთავრობები, ესეც და ყველა წინა, არ იყო პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული. ეს ცუდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ სტრატეგიული მიზნების დასახვა, რეფორმების განხორციელება, საზოგადოებასთან ეფექტიანი უკუკავშირი ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, არ არსებობს და ჩვენ საკმაოდ კრიტიკულად ვიყავით განწყობილი მთავრობებისადმი.

ჩვენი მთავრობა საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე. ეს სადღეისოდ საკმარისია. მაგრამ არავინ იცის, თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, რამდენად ექნება რესურსი მთავრობას ახალ პრობლემებთან გასამკლავებლად. ამიტომ, ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია

მაგრამ კრიზისულ და ექსტრაორდინალურ სიტუაციაში, რომელშიც აღმოვჩნდით, ტექნიკური მთავრობა და ტექნოკრატები ეფექტურები არიან და ესეც უნდა ითქვას. ამ შემთხვევაში, მთავრობის დაკომპლექტების ივანიშვილისეულმა პრინციპმა გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ამართლებს.

როგორც პირადად ჩემთვის მოსალოდნელი იყო, გიორგი გახარია უნარიანი და ეფექტური მენეჯერი აღმოჩნდა, რომელსაც მინისტრები კარგად უბამენ მხარს. კომუნალური ხარჯების დაფარვა 3 თვის განმავლობაში სწორია და დროულია.

თუმცა მე უფრო მართებულად ჩავთვლიდი თუ 200 კილოვატი ელექტროენერგიისა და 200 კუბომეტრი ბუნებრივი აირის მომხმარებლების გარდა, 300-400 კილოვატისა და კუბომეტრის მომხმარებლებს 200 კილოვატსა და 200 კუბომეტრს ასევე დაუფინანსებდნენ.

ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა, რადგან 150 კილოვატის დამხარჯვასა და 250 დამხარჯავს შორის სოციალური თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის.

- ფაქტია, რომ ახლა მთავრობას ორ ფრონტზე - ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის და ეკონომიკის გარჩენისთვის უწევს ბრძოლა. ჩვენი მედიკოსების პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევით ადამიანების სიცოცხლისათვის ბრძოლაში რომ საკმაოდ ხელშესახები წარმატებები გვაქვს, ფაქტია.

რაც შეეხება ეკონომიკის გადარჩენასა და სახლში დარჩენილი მოქალაქეების კომუნალური ხარჯების დაფარვის გეგმებს, აქ რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, ესეც ფაქტია,

არა მარტო ექსპერტთა, არამედ ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება 2 მილიარდი ლარისა და თუნდაც კომუნალური ხარჯების დაფარვის შესახებ აშკარად არ ჰგავს ყოველმხრივ გააზრებულ მოქმედებას. მათივე მტკიცებით, მთავრობა კრიზისულ ვითარებაში ანტიკრიზიული გეგმის გარეშე მოქმედებს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ცალკეული განცხადებები და გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები გასაგები კია, მაგრამ მაინც არ ქმნის იმის განცდას, რომ მთავრობას ანტიკრიზისული პაკეტი აქვს. არადა, ახლაც რომ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში გაჩერებული ეკონომიკისა და ხალხის აუცილებლობისა და სახლში იძულებით დარჩენის გამო, სულ უფრო და უფრო ცხადად ჩანს.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ დაუზუსტებია ეკონომიკის მხარდაჭერის ფარგლებში რაში დაიხარჯება გამოყოფილი 2 მილიარდი ლარი ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის პირობებში, თქვენ რამენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს რესურსი გონივრულად და ეფქტურად იქნება გამოყენებული?

- ერთი რამ ცხადი უნდა იყოს ყველასთვის - ახალი კორონავირუსი უზარმაზარ ზიანს მოგვაყენებს, მაგრამ ათასგზის მეტი იქნება ეკონომიკის კოლაფსით გამოწვეული დანაკარგი და საფრთხე. ეს ეხება, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს.

რეცესია რეალურია და მისი მასშტაბების განსაზღვრა ამ მომენტისთვის შეუძლებელია. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ნულოვანი იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის და მისი ეკონომიკური გუნდის მოქმედებები უნდა იყოს უფრო მოქნილი და გაბედული.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ნულოვანი იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის და მისი ეკონომიკური გუნდის მოქმედებები უნდა იყოს უფრო მოქნილი და გაბედული

რა თქმა უნდა, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია და საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის რეჟიმში აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამაც და ეკონომისტებმაც უნდა დავძაბოთ ფანტაზია და მივაღწიოთ, რომ ეკონომიკის რაც შეიძლება მეტი სეგმენტი დარჩეს ფუნქციონირების რეჟიმში, რადგან სხვა შემთხვევაში, კოლაფსიდან ეკონომიკის აძვრა წარმოუდგენელი იქნება და ვერანაირი შიდა რესურსების მობილიზება, თუნდაც მასშტაბურ საგარეო დახმარებასთან ერთად, ვერ შეძლებს მოსახლეობის ტოტალური პაუპერიზაცია ავიცილოთ თავიდან.

ლაპარაკი რომ საქმის კეთებაზე ადვილია, ეს არახალია. მაგრამ ახალი კორონავირუსის გაძლიერების ფონზე, ეს ფაქტი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. დიახ, არის ბუნდოვანება და კითხვის ნიშნები მთავრობის ხედვაში, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ ვინც დემაგოგიისთვის საუკეთესო დროდ მაინცდამაინც მიმდინარე პერიოდი შეარჩია, მათ მინდა ვკითხო, - თუ იციან ქვეყანა, ან მთავრობა, რომელმაც დღეს ზუსტად იცის, რა ზარალს მიაყენებს პანდემია ეკონომიკას და რა უნდა იყოს კონკრეტული საპასუხო ზომები ამ ზარალის განეიტრალებისთვის...

ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია და საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის რეჟიმში აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამაც და ეკონომისტებმაც უნდა დავძაბოთ ფანტაზია და მივაღწიოთ, რომ ეკონომიკის რაც შეიძლება მეტი სეგმენტი დარჩეს ფუნქციონირების რეჟიმში, რადგან სხვა შემთხვევაში, კოლაფსიდან ეკონომიკის აძვრა წარმოუდგენელი იქნება

არავინ ზუსტად არ იცის რა მასშტაბის ზიანს მიაყენებს ახალი კორონავირუსი საქართველოს და მსოფლიოს. შესაბამისად, შეუძლებელია განვსაზღვროთ დაზიანების ხარისხი და მასშტაბი. შეუძლებელია ვიცოდეთ, რა მოცულობის სტიმულირების პაკეტი დაჭირდება ეკონომიკის აღდგენას და 2020 წლის დასაწყისის სასტარტო მდგომარეობამდე მიყვანას

ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი და ეკონომიკის გაჯანსაღების მეტნაკლებად ზუსტი რეცეპტის თქმაც კი ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან ძალიან დიდია გაურკვევლობა, რომელიც სიტუაციას ახლავს თან. მოცემულობა ყოველდღიურად იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შეუძლებელია მას მოარგო რაიმე კონკრეტული გეგმა, მითუმეტეს ეკონომიკური გაჯანსაღების.

არავინ ზუსტად არ იცის რა მასშტაბის ზიანს მიაყენებს ახალი კორონავირუსი საქართველოს და მსოფლიოს. შესაბამისად, შეუძლებელია განვსაზღვროთ დაზიანების ხარისხი და მასშტაბი. შეუძლებელია ვიცოდეთ, რა მოცულობის სტიმულირების პაკეტი დაჭირდება ეკონომიკის აღდგენას და 2020 წლის დასაწყისის სასტარტო მდგომარეობამდე მიყვანას.

თუ ვინმე იტყვის, რომ 2 მილიარდი ლარი ცოტაა ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ის ან ტყუის, ან წარმოდგენა არ აქვს სიტუაციის სიმძიმეზე. იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ამბობს, რომ 2 მილიარდი ლარი საკმარისია ეკონომიკის ვარდნით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოდ და ვითარების დასასტაბილურებლად.

საკრედიტო ბაზრებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა, საპროცენტო განაკვეთები ნარჩუნდება „კორონამდელ“ ნიშნულზე, საფონდო ბირჟებზე, მართალია, კლება შეინიშნება, მაგრამ კლება ფიქსირდება პიკურ ნიშნულთან შედარებით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მაღალი დონე ნარჩუნდება

ვფიქრობ, მთავრობას აქვს იმ დონის და იმ ხარისხის ანტიკრიზისული პაკეტი, რის საშუალებასაც იძლევა არსებული გაურკვევლობა და სიტუაციის არაპროგნოზირებადობა, რომელიც ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია.

- ფაქტია, რომ პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკის სფეროებზე და არავინ იცის პანდემია რამდენ ხანს გასტანს. აღარავინ დავობს იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელია იმაზე დიდი რეცესია, ვიდრე ეს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისისას იყო.

არც ისაა სადაო, რომ საქართველოს მოაკლდება პირდაპირი ინვესტიციები, შემცირდება ქვეყნიდან ექსპორტი, რაზეც იყო დამოკიდებული ჩვენში დოლარის შემოდინება. იმის გამო, რომ ემიგრანტების საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგავს სამუშაოს, ასევე შემცირდება ემიგრანტთა გზავნილები.

მიუხედავად საკმაოდ არასასიამოვნო პერსპექტივისა, საქმეში ჩახედული ადამიანები იმედოვნებენ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში საქართველო საერთაშორისო ფინასური ორგანიზაციებისაგან 1 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

თუ საქართველომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მართლაც მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი, როგორ უნდა იქნას იგი გამოყენებული საქართველოში რეალური ეკონომიკის მხარდასაჭერად ისე, რომ აქცენტი გაკეთდეს საკუთარი რესურსების შესაქმნელად?

- ვერ დაგეთანხმებით, თითქოს არავინ დაობს, რომ მოსალოდნელია 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე უფრო რთული სცენარი. არათუ არ დაობენ, არამედ ჯერჯერობით ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საერთოდ იქნება თუ არა რეცესია.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსოფლიოს აქვს არაერთი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიების მაგალითი, ასევე არც ახალი კორონავირუსის პანდემია არის პირველი შემთხვევა დედამიწაზე.

ემპირიულად თუ შევაფასებთ, ეპიდემიები ეკონომიკაზე მოკლევადიანი ნეგატიური ზემოქმედებით განსხვავდება ფინანსური თუ პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული კრიზისებისგან. ეპიდემიებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების გადაფარვა გაცილებით უფრო სწრაფად, მაქსიმუმ 1 წელიწადში ხდება და მისი შედარება 2008 წლის კრიზისთან, რომლის შედეგების განეიტრალებას წლები დაჭირდა, არარელევანტურია.

როგორც ამბობენ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეა და ხშირად მშვიდ და სტაბილურ პერიოდში გაკეთებული პროგნოზებიც არ არის სანდო, მითუმეტეს ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში, მაგრამ საკრედიტო ბაზრებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა, საპროცენტო განაკვეთები ნარჩუნდება „კორონამდელ“ ნიშნულზე, საფონდო ბირჟებზე, მართალია, კლება შეინიშნება, მაგრამ კლება ფიქსირდება პიკურ ნიშნულთან შედარებით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მაღალი დონე ნარჩუნდება.

მთავარია, რომ იმ პერიოდში, როდესაც კორონავირუსის გამო მინიმუმამდეა დასული ეკონომიკური აქტივობა, მთავრობამ უზრუნველყოს ის მინიმალური ფინანსური ინექცია სოციალურ სფეროში, რომელიც მოსახლეობას შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინებს ამ მძიმე პერიოდს

ეს არ არის საგანგაშო სურათი და ეს დამაიმედებელია. ამ შემთხვევაში მე მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ, ოპტიმიზმი შევინარჩუნო და ასე დავინახო რეალობა.

რაც შეეხება საქართველოს, დანაკარგები, რა თქმა უნდა, სერიოზული იქნება და უკვე არის კიდეც. მის საკომპენსაციოდ 1 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო თუ უფრო მეტი, ეს ჯერ არავინ იცის, ისევ და ისევ იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც თან ახლავს ახალ კორონავირუსს და არავინ იცის ის კიდევ ორი კვირით გვაიძულებს ეკონომიკის „დახურვას“, ორი თვით თუ კიდევ უფრო მეტი ხნით.

მთავარია, რომ იმ პერიოდში, როდესაც კორონავირუსის გამო მინიმუმამდეა დასული ეკონომიკური აქტივობა, მთავრობამ უზრუნველყოს ის მინიმალური ფინანსური ინექცია სოციალურ სფეროში, რომელიც მოსახლეობას შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინებს ამ მძიმე პერიოდს.

გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით იმპორტჩანაცვლებადი სფეროების განვითარებაზე. ამ მხრივ, იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ გამოწვევას გაძლიერებული ძალისხმევით და გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებით უპასუხებს

პარალელურად, როგორც კი კორონავირუსით გამოწვეული ზარალის სიღრმე და კონტურები მეტნაკლებად გამოიკვეთება და დათვლადი გახდება მისი შედეგები, უნდა დაიწყოს აქტიური, შეიძლება ითქვას რაციონალურად აგრესიული მოქმედება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან რაც შეიძლება მეტი რესურსის მოზიდვის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ფულის მოზიდვის პრობლემა ყველაზე ნაკლებად დაგვიდგება, მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები - აშშ და ევროკავშირი თავად არიან „შავ დღეში“.

ამ ფულის გარკვეული ნაწილს მაინც ექნება სოციალური დატვირთვა, ამას გვერდს ვერ ავუვლით, რათა კრიზისით დაზარალებული მოსახლეობა უფრო სწრაფად იქნას რეაბილიტირებული, თუმცა დიდი ნაწილი წავა ეკონომიკის მთავარ სისხლძარღვში - ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და არ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ახლა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დრო არ არის და ეს სახსრები მთლიანად სოციალური პროექტებისკენ უნდა იქნას გადამისამართებული.

გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით იმპორტჩანაცვლებადი სფეროების განვითარებაზე. ამ მხრივ, იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ გამოწვევას გაძლიერებული ძალისხმევით და გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებით უპასუხებს.

საკრედიტო რესურსის შოვნა არ იქნება რთული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს რა მოცულობის თანხები უნდა ვისესხოთ და რა მიზნობრიობით. საამისოდ კი საჭიროა მეტნაკლებად გამოიკვეთოს კორონავირუსის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბი

- პრემიერის განცხადებამ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა ფინანსურად დააზღვიოს გასაწევი ხარჯები, დატოვა იმის შთაბეჭდილება, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ, სწორედ ის ფინანსური რესურსია, რისი დაზღვევის სურვილიც ბატონმა ივანიშვილმა გამოთქვა. ასეც რომ იყოს, ბატონი ივანიშვილისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

მაგრამ, რეალობა მსოფლიო ეკონომიკაში და შესაბამისად ჩვენს ეკონომიკაში ისეთია, არანაირად არ ჩანს, რომ კრიზისული ვითარების მეტ-ნაკლებად წარმატებით გადასალახად, საკმარისი აღმოჩნდეს 2 მილიარდი ლარი.

ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კრიზისი გამოწვევაა, მაგრამ კრიზისი შესაძლებლობადაც შეიძლება იქცეს. დაახლობით 10 დღის წინ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კრიზისის დაძლევის მენეჯმენტზე, კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ხელისუფლებას 6 მილიარდი ლარის სესხის აღება შესთავაზა.

თქვენ საკმაოდ საინტერესოდ და საფუძვლიანად ახსენით სავარაუდოდ, რატომ არ შეიძლება გვქონდეს კრიზისის დაძლევის მთელი პაკეტი. მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობა არ საუბრობს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევისათვის 6 მილიარდი ლარის სესხის აღებასა და თუნდაც მამუკა ხაზარაძის საკმაოდ საინტერესო მოსაზრებების თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც გათვალისწინებასა და რეალიზაციაზე?

- ერთ მომენტს დავაზუსტებ, თავად მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მათ გეგმაში 6 მილიარდიდან 3 მილიარდი ფინანსური რესურსის საჭიროებას არ ითვალისწინებს და გარკვეულ გადაზღვევას გულისხმობს ეკონომიკურ აქტივობებთან მიმართებაში. თავისთავად მამუკას ხაზარაძის გეგმა საკმაოდ საინტერესოა და იმედი მაქვს, რომ აქედან ყველაფერს რაციონალურს სამთავრობო ეკონომიკური გუნდი გაითვალისწინებს, ისე როგორც ყველაფერს რელევანტურს და ადეკვატურს სხვა ოპოზიციური პარტიების შეთავაზებებში და ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებებიდან.

თავისთავად მამუკა ხაზარაძის გეგმა საკმაოდ საინტერესოა და იმედი მაქვს, რომ აქედან ყველაფერს რაციონალურს სამთავრობო ეკონომიკური გუნდი გაითვალისწინებს, ისე როგორც ყველაფერს რელევანტურს და ადეკვატურს სხვა ოპოზიციური პარტიების შეთავაზებებში და ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებებიდან

ამასთან მიმაჩნია, რომ ველოსიპედის თავიდან გამოგონება არაა საჭიროა. რა თქმა უნდა, ის დანაკლისი, რომელიც ქართულ ეკონომიკას ექნება, უნდა შეივსოს საგარეო დაფინანსებით. ჩვენ არ ვართ ნავთობის ქვეყანა, რომელსაც დიდი სავალუტო რეზერვები აქვს. უნდა მოვიზიდოთ სესხები და ამაში ინოვაციური არაფერია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯერ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ნაადრევია. ბატონი მამუკა წარმატებული ბიზნესმენი იყო კარგი საერთაშორისო კონტაქტებით და დარწმუნებული ვარ მან კარგად იცის როგორ და რა გზით შეიძლება იქნეს მოზიდული ქვეყანაში ფინანსური რესურსი, თუმცა არამგონია მთავრობა იყოს ისეთი უძლური, რომ თავად ვერ უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაოების გაწევა თანხების მოსაზიდად.

საკრედიტო რესურსის შოვნა არ იქნება რთული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს რა მოცულობის თანხები უნდა ვისესხოთ და რა მიზნობრიობით. საამისოდ კი საჭიროა მეტნაკლებად გამოიკვეთოს კორონავირუსის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბი.

ოპოზიციამაც უნდა გაითვალიწინოს, რომ პოპულიზმს შეთავაზებების ჩამოყალიბებისას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება დიალოგს, ამისთვის რაიმე ფორმატის გამოძებნაც შეიძლება, თუ ამ შემთხვევაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქულების დაწერაზე არ იქნებიან ორიენტირებული

მსოფლიოში ჯერ არ არის ცნობილი როდის მოხდება ამ ვირუსის დამარცხება, ან დამარცხებამდე როგორ უნდა შევძლოთ მასთან ერთად თანაარსებობა ისე, რომ ეკონომიკამ განიცადოს მინიმალური ზარალი. ამდენად, კონკრეტულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმებზე საუბარი რთულია.

შესაძლოა, ერთ თვეში ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდეს და დიდი ალბათობით ვერც მოხერხდება, მაგრამ შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული მოდელი, თუ როგორ უნდა ვამუშაოთ ეკონომიკა ვირუსის არსებობის პირობებში და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის სასურველი დონის შენარჩუნებისთვის დაგვჭირდეს არა 6 მილიარდი ლარი, არამედ ბევრად ნაკლები. ამდენად, კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ამ ეტაპზე, ნაადრევი მგონია.

- პანდემიის საფრთხემ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ჩვენს შიდა პოლიტიკაში. თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა ცალკეულ განცხადებებს არ მივიღებთ მხედველობაში, ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა გაითვალისწინა ბატონ ალექსანდრე თვალჭრელიძის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ გამოთქმული მოსაზრება - „შიდა პოლიტიკა ჩვეულებრივ კინკლაობას აღარ დაუბრუნდება, ვინც ამას ვერ მიხვდება, მოკლული პაიკივით განიდევნება პოლიტიკური დაფიდან“.

ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არა ერთი ოპოზიციონერი შეეცადა ყოფილიყო კონსტრუქციული, მაგრამ ხელისუფლებას მათ წინადადებებსა თუ ინიციატივაზე რეაქცია არ ჰქონია.

ჩვენ ამას წინათ, ვნახეთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა შედგა. თქვენი აზრით, ისეთ რთულ ვითარებაში როგორშიც ქვეყანა ახლაა, პრაქტიკულად ომია პანდემიის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, რატომ ვერ ხერხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სრულფასოვანი თანამშრომლობა?

- თითქმის არც ერთი მთავრობა არსად არ ეკითხება ოპოზიციას, თუ რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება კრიტიკის გათვალისწინებას, შეთავაზებების გააზრებას, ეს ყოველთვის ამა თუ იმ მთავრობის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა ამუშავებდეს ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის მიდგომებს და ითვალისწინებდეს გადაწყვეტილებების მიღებისას. ოღონდ თუ რამე გონივრული გათვალისწინებულ იქნა, ამისთვის მმართველი პოლიტიკური ძალა ჩინ-მედლებს ვერ დაარიგებს.

მართლაც საინტერესო ხედვები აქვს „ევროპულ საქართველოს“, „ნაცმოძრაობას“, როგორც თქვით მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, სხვებს. სავარაუოდ, რაღაცეების გათვალისწინებაც მოხდება.

თავის მხრივ, ოპოზიციამაც უნდა გაითვალიწინოს, რომ პოპულიზმს შეთავაზებების ჩამოყალიბებისას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება დიალოგს, ამისთვის რაიმე ფორმატის გამოძებნაც შეიძლება, თუ ამ შემთხვევაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქულების დაწერაზე არ იქნებიან ორიენტირებული.

დრო-ჟამმა აჩვენა, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ვერ უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს. უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებს, თავისივე აღიარებით, ნაციონალისტი დონალდ ტრამპი ჩაუდგა სათავეში და ფაქტობრივად გლობალური პრობლემები უმართავი გახდა

არ მომწონს, რომ კვალიფიციურ, პროფესიონალ ეკონომისტებს მთავრობა ნაკლებად უსმენს. აქ კი, ვფიქრობ, დაყოვნების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის კონსულტაციები სამუშაო ფორმატში ეკონომიკის ექსპერტებთან.

- ფაქტია, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო დღევანდელი მსოფლიო ერთბაშად შეიცვალა. იმის ფონზე, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ბრალს ხშირად ჩინეთის ხელისუფლებას სდებენ, სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელ მსოფლიოში კარგა ხანია მიდის ფინანსური, ეკონომიკური, ყველა სახის ჰიბრიდული ომი.

ახლა იმაზეც მახვილდება ყურადღება, რომ პანდემიის ეკონომიკურ-ფინანსური შედეგებით შესაძლოა ყველაზე მეტად ჩინეთმა ისარგებლოს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პანდემიის შედეგებით შესაძლოა, ყველაზე მეტად პეკინმა ისარგებოს და საბოლო ჯამში მოიგოს კიდეც?

- „ბაბილონის გოდოლი“ მხოლოდ ძველ ებრაული მითი როდია. იგი მკაფიო მინიშნებაა კაცობრიობისადმი, რომ ადამიანი უნდა იყოს ფრთხილად სამომავლო გეზის განსაზღვრისას.

განვითარების ისეთი გზა უნდა იქნას არჩეული, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს ადამიანური ცივილიზაციის არსებობის საზრისი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო, გნებავთ აბსოლუტი, დემიურგი შურს იძიებს ჩვენზე.

გლობალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ტექნოლოგიური რევოლუციის სისწრაფისა და მასშტაბის გათვალისწინებით დღევანდელი ადამიანი ვერ ჩაიკეტება პიროვნულ და გნებავთ ეროვნულ ნაჭუჭში. თუმცა, არც მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ მოწოდებების ილუზიას არ უნდა აჰყვეს არავინ.

გლობალურ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, გლობალური პასუხი სჭირდება. პანდემია, მათ შორის ახალი კორონავირუსით გამოწვეული, გლობალური გამოწვევაა და მას გათითოკაცებული სამყარო ვერ გაუმკლავდება. სავარაუდოდ, უნდა დადგეს საერთო ძალისხმევის ძიების პრობლემა და აქ ისევ და ისევ გაეროს რეფორმირების თემა გახდება აქტუალური.

თავის დროზე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, დადგა ეს საკითხი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლით გულმოცემულმა დასავლეთმა მასზე უარი თქვა და აშშ-ს ჰეგემონობა აღიარა მსოფლიოში.

გამოხდა ხანი და დრო-ჟამმა აჩვენა, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ვერ უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს. უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებს, თავისივე აღიარებით, ნაციონალისტი დონალდ ტრამპი ჩაუდგა სათავეში და ფაქტობრივად გლობალური პრობლემები უმართავი გახდა.

საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო პასუხი კითხვაზე - მართლაც გაჟონა თუ არა ახალმა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან. ხოლო ზოგადად, დროა კაცობრიობამ თანამედროვე კანიბალიზმის ამ კონკრეტულ გამოვლინებაზე - ბიოლოგიურ იარაღზე უარი თქვას და დაიწყოს მსჯელობა ბიოლოგიური იარაღისა და შესაბამისი კვლევების საყოველთაო აკრძალვის შესახებ

„ბრექსიტმა“ და ევროკავშირისკენ დაძრულმა ლტოლვილების ტალღამ ლამის „ხალხთა დიდი გადასახლების“ პროცესს დაუდოს სათავე. კომუნისტურ ჩინეთში და ავტორიტარულ რუსეთში ლიბერალური დემოკრატიის კრახზე და დასავლური დემოკრატიის როგორც მართვის და პრობლემების გადაწყვეტის არაეფექტურ მოდელზე ალაპარაკდნენ.

ახლა, ამას, კორონავირუსის ფონზე ბიოლოგიური ომის თაობაზე მითქმა-მოთქმა დაერთო. არ ვარ შეთქმულების თეორიების, კონსპიროლოგიური მიეთ-მოეთის მომხრე. მაგრამ როცა ამას თან ერთვის მსოფლიოს ორი გიგანტის - აშშ-სა და ჩინეთის რეალური ურთიერთბრალდებები, თუ საიდან მოდის ახალი კორონავირუსის საფრთხე, ეს უკვე კონსპიროლოგიაზე მეტია და საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით შესაბამისი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ასეც რომ არ იყოს, ბიოლოგიური იარაღი სამწუხარო რეალობაა. დიდი ქვეყნები უამრავ ფულს ხარჯავენ შესაბამისი კვლევების საწარმოებლად, რაც თავის მხრივ შესაბამისი ლაბორატორიებიდან ასეთი იარაღის კომპონენტების თუ ცალკეული სახეობის გაჟონვის საფრთხეზე მიუთითებს.

საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო პასუხი კითხვაზე - მართლაც გაჟონა თუ არა ახალმა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან. ხოლო ზოგადად, დროა კაცობრიობამ თანამედროვე კანიბალიზმის ამ კონკრეტულ გამოვლინებაზე - ბიოლოგიურ იარაღზე უარი თქვას და დაიწყოს მსჯელობა ბიოლოგიური იარაღისა და შესაბამისი კვლევების საყოველთაო აკრძალვის შესახებ.

არც გლობალისტებს, არც ჩინეთს და არც ტრამპს ეს ტრაგედია არაფერს აძლევს. ჩინეთის ეკონომიკა ისედაც განაგრძობდა განვითარების ძლევამოსილ კურსს რაც აშშ-ს ადმინისტრაციას იძულებულს ხდიდა შეკავების სტრატეგია განეხორცილებინა და სავაჭრო ომები გაეჩაღებინა

ეს არ იქნება იოლი, რადგან მიჯნა ბიოლოგიურ იარაღსა და ადამიანისთვის სახიფათო ვირუსების კვლევას შორის ფაქტობრივად ძნელი დასაფიქსირებელია.

და ახლა კონკრეტულად თქვენი კითხვის პასუხად ვიტყვი, რომ ძნელია იმაზე საუბარი თუ ვინ ისარგებლებს პანდემიის ფინანსურ-ეკონომიკური შედეგებით. იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი, თუ შეერთებული შტატები. როგორც აღვნიშნე, გარკვეული დროა საჭირო პანდემიის დასრულების შემდგომ, რათა სრულყოფილად შევაფასოთ, ვის რა მოუტანა ახალმა კორონავირუსმა.

ერთი რამ უდავოა - თავად ჩინეთი სერიოზულად დაზარალდა ამ ვირუსით და საფრთხე ამ ქვეყნისთვის იყო უზარმაზარი. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ჩინელები ვირუსს უმკლავდებიან.

მეორე დაზარალებული შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც წლევანდელი არჩევნები ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა. დღეს კი, როცა არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში, შესაძლოა მოვლენათა დრამატულმა განვითარებამ ტრამპის გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენოს.

ვერც გლობალისტებზე ვიტყვით, რომ რაც ხდება მათი იდეებისა და მიზნებისთვის სასიკეთოა. თუ არ ჩავთვლით აქა-იქ გაჟღერებულ მოწოდებებს „მსოფლიო მთავრობის“ შექმნისა და პროცესების წარმმართველი ფარული ძალების ყოვლისშემძლეობის მითის გააქტუალურების შესახებ.

არც გლობალისტებს, არც ჩინეთს და არც ტრამპს ეს ტრაგედია არაფერს აძლევს. ჩინეთის ეკონომიკა ისედაც განაგრძობდა განვითარების ძლევამოსილ კურსს რაც აშშ-ს ადმინისტრაციას იძულებულს ხდიდა შეკავების სტრატეგია განეხორცილებინა და სავაჭრო ომები გაეჩაღებინა.

ვინც არ უნდა ისარგებლოს იმ უბედურებით, რაც პლანეტაზე ტრიალებს, ფაქტი ერთია - მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც 2019 წლის ბოლოსთვის იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ვითარება დღევანდელი ცივილიზაციის ნანგრევებზე არ აშენდება და გვექნება მსოფლიო, სადაც ადამიანების, ერებისა და ქვეყნების სუვერენიტეტი და ღირსება უკეთ იქნება დაცული, ხოლო ღვთისგმობა და კანიბალიზმი ბოლოს და ბოლოს წარსულს ჩაბარდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)