ნიკოლოზ გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ, 10კვ.მ-იანი ოთახია, სადაც ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის

ეს არის, დაახლოებით 10 კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადა და აღწერა მისი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული სივრცეში გატარებული დრო.

როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, მას იქ ყოფნის სტრესი მომუშავე პერსონალმა ძალიან შეუმსუბუქა.

„ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ამ დროს. ბოქსირებული პალატა არის ინფექციური ბოქსი, რომელიც არის ჩაკეტილი, დაახლოებით, 10კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ ასე, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა. ვერც ვერავინ ვერ შემოდის იქ, გარდა ძალიან გულისხმიერი და ძალიან კარგი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისა, რომლებიც სავალდებულოდ აღჭურვილნი არიან დაცვის საშუალებებით. ეს ოთახი არის, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის . ეს არის პატარა სივრცე, რომელშიც მომიწია 26 დღე ყოფნა. მაგრამ ეს ყოფნა და სტრესი ძალიან შემიმსუბუქა იქ მყოფმა ხალხმა“,-განცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ, 10კვ.მ-იანი ოთახია, სადაც ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის - ნიკოლოზ გამყრელიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა