შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფები პერმანენტულ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამუშაოები მასშტაბურია და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს