თბილისის ზღვის ჰოსტიპლის დირექტორის განცხადებით, აღებული 23 ანალიზიდან კორონავირუსი მხოლოდ 6 შემთხვევაში დადასტურდა და პაციენტების შესაბამის კლინიკებში გადამისამართება მიმდინარეობს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 6 პაციენტს დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დირექტორმა თეა ახალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ახალაძის ინფორმაციით, მის კლინიკაში შეყვანილ არც ერთ მგზავრს, რომლებიც გუშინ ბერლინიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„გუშინ ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 33 პაციენტი, რომელთაგან იყვნენ მგზავრები, რომლებიც აეროპორტიდან გადმოიყვანეს. საბედნიეროდ, არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. შესაბამისად, პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს. გუშინ იყო აღებული 23 ანალიზი ლუგარის ლაბორატორიის მიერ და აქედან ექვსი შემთხვევა დადასტურდა, როგორც კორონავირუსის შემთხვევა, ერთ შემთხვევაზე კვლავ მიმდინარეობს კვლევა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გადამისამართება ახლა მიმდინარეობს სხვა კლინიკებში“ , – განაცხადა თეა ახალაძემ.

რაც შეეხება დღეს, კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტს, ახალაძის თქმით, აღნიშნული პირი მის კლინიკაში 1-ელ აპრილს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ხოლო „როგორც კი დაუდასტურდა კორონავირუსი, გადაყვანილი იყო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 36 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს