პეტიციას, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს, ამ დროისთვის 800 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი

ონლაინ პეტიციას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის გადადგომას ითხოვენ, ამ დროისთვის 800 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია, რომელიც change.org-ზე გამოქვეყნდა, რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი.

„მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ვირუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტედროს ადჰანომ გებრიესუსი თავისი თანამდებობის შესაფერისი არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას“,-წერია პეტიციაში.

ავტორების მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მცდელობა ჰქონოდა დაედგინა, თუ რა ვითარება იყო ჩინეთში, მან დაუჯერა იმ არასწორ ცნობებს, რომელსაც ოფიციალური პეკინი ავრცელებდა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გვჯერა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს. ტედროს გებრიესუსმა ყოველგვარი გამოძიების გარეშე დაუჯერა ჩინეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“,-აცხადებენ პეტიციის ავტორები.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 285285 შემთხვევაა დადგენილი. გარდაცვლილია 70344 ადამიანი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ