Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს

Yandex.Taxi აფუძნებს მხარდაჭერის ფონდს კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ქვეყნებში, სადაც მუშაობს სერვისი. ფონდის საერთო მოცულობა – 6 მილიონ დოლარზე მეტი. საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბაზარი, სადაც დაინერგა დახმარების პროგრამა.

სახსრები მიმართულია იმ მძღოლებისთვის გადასახდელად, რომლებიც დაავადდნენ კორონავირუსით ან მოთავსდნენ კარანტინში დაავადებულებთან კონტაქტების გამო. პროგრამა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელიც რეგულარულად მუშაობს სერვისში და ასრულებს შეკვეთებს დღეში სულ მცირე 2 საათის განმავლობაში.

ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა დამოკიდებულია შესრულებული შეკვეთების ისტორიაზე და დღეში შეადგენს ბოლო ნახევარი წელიწადის საშუალო დღიური სუფთა შემოსავლის ნახევარს. ანაზღაურების გაანგარიშება ხდება ავადმყოფობის ან კარანტინის 14 დღისთვის. მინიმალური თანხა შეადგენს 207 ლარს, მაქსიმალური კი შეუზღუდავია.

„ვირუსის გავრცელების და მიღებული ზომების გამო ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, მაგრამ ზოგჯერ მგზავრობა მაინც აუცილებელია, მიტანაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ მძღოლები უბრალოდ კი არ გადიან ხაზზე და ასრულებენ შეკვეთებს – ისინი კარანტინის პირობებში ადამიანებს ეხმარებიან იცხოვრონ შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ცხოვრებით. იმედი გვაქვს, რომ ყველა მძღოლი ჯანმრთელად იქნება, მაგრამ თუ მაინც დაავადდებიან, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ“, – ამბობს Yandex.Taxi-ს სერვისის გენერალური დირექტორი დსთ-სა, ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში არამ სარგსიანი.

დახმარების მისაღებად მძღოლმა უნდა მიმართოს Yandex.Taxi-ს მხარდაჭერის სამსახურს მძღოლისთვის განკუთვნილი აპლიკაციის მეშვეობით, სადაც უნდა მიუთითოს, რა მოხდა და გადაუგზავნოს მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოები.

(R)

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ